”უფლის გამოგზავნილი ანგელოზია,კარი გამოვაღე და ეს ვიპოვე, ახლაც შოკში ვარ…” – იდუმალი ადამიანის კარის სახელურზე დატოვებული წერილი და საჩუქარი…

0

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამო თოდუა, ფეისბუკში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ვიღაცამ კარის სახელურზე ხელთათმანი დაუტოვა, სადაც ფული იდო.
„ჩვეულებრივი სასწაულია, ხალხო. კეთილი ხალხის ყოველთვის მწამდა, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი თუ მე განვიცდიდი მსგავს სიხარულს, ფულზე არაა საუბარი, უბრალოდ ჟესტზე, რომელმაც გაგვაოცა მთელი ოჯახი.
ჩვენი კარის სახელურზე იყო ეს ხელთათმანი წამოცმული, შიგნით ფული და წარწერა იდო.

არ ვიცი, ვინ და რატომ გადაწყვიტა, მაგრამ შოკში ვართ, სიტყვები არ მყოფნის….

ძალიან მინდა გავიგო, ვინ იყო.

არ ვიცი, თუ ამას კითხულობ უდიდესი მადლობა ამ სიკეთისთვის.

და მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ მსგავსი მისაბაძი ადამიანები…

მჯერა, ასმაგი სიკეთით დაუბრუნდება ყველაფერი ცხოვრებაში“,- წერს ფეისბუკის მომხმარებელი. წყარო:bednierbeis.club

Share.