“უმძიმესი ტრაგედია დაგვატყდა თავს..” – ნახეთ კახი კალაძე უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს

0

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ წყნეთ­ში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვი­სას გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს მი­უ­სამ­ძიმ­რა.
კახა კა­ლა­ძემ გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდას ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით და­ი­წყო
მან უბე­დურ შემ­თხვე­ვა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ნე­ბის­მი­ე­რი თვით­ნე­ბუ­რი და კუს­ტა­რუ­ლი და­ერ­თე­ბა კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა.
“ძა­ლი­ან მძი­მე ტრა­გე­დია და დიდი უბე­დუ­რე­ბა მოხ­და, მთე­ლი გუ­ლით ვუ­სამ­ძიმ­რებ მო­ზარ­დის ოჯახს, რო­მე­ლიც ორი დღის წინ უბე­დურ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა. ძა­ლი­ან მძი­მე და რთუ­ლია ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­უ­ბა­რი, სი­ტყვე­ბის მო­ძებ­ნაც კი. მინ­და კი­დევ ერთხელ მი­ვუ­სამ­ძიმ­რო ოჯახს,

ახ­ლობ­ლებს, ნა­თე­სა­ვებს, მე­გობ­რებს, მარ­თლაც ძა­ლი­ან მძი­მე შემ­თხვე­ვაა და კი­დევ ერთხელ თა­ნა­ვუგ­რძნობ ოჯახს. მინ­და წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ და­თუ­ნა ჟღენ­ტის ოჯახს!

პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა ფან­ჩა­ტურ­ში თვით­ნე­ბუ­რად, კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბა. ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი კუს­ტა­რუ­ლი და­ერ­თე­ბა, თვით­ნე­ბო­ბა, არის უკა­ნო­ნო. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე, აწარ­მო­ოს მსგავ­სი ტი­პის სა­მუ­შაო. მე არ მინ­და წი­ნას­წარ რა­ი­მე გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ვა­კე­თო, რა საკ­ვირ­ვე­ლია, გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობს და კი­თხვას გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი. მინ­და გი­თხრათ ერთი რამ, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ აღ­ნიშ­ნულ და­სას­ვე­ნე­ბელ პა­ვი­ლი­ონ­ში, ე.წ. ფან­ჩა­ტურ­ში ელექტრო ხა­ზის და­ერ­თე­ბა­ზე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მხრი­დან არა­ნა­ი­რი ნე­ბარ­თვა გა­ცე­მუ­ლი არ ყო­ფი­ლა და მისი და­ერ­თე­ბა მოხ­და თვით­ნე­ბუ­რად. ასე­ვე, ხაზს ვუს­ვამ იმ ფაქტს, რომ მე­რი­ის მიერ მო­წყო­ბილ ფან­ჩა­ტუ­რებ­ში, არც ერთ სივ­რცე­ში, აღ­ნიშ­ნულ პა­ვი­ლი­ო­ნებს და ფან­ჩა­ტუ­რებს არ აქვს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წყა­რო. არის რამ­დე­ნი­მე სა­ქა­ლა­ქო მნიშ­ვნე­ლო­ბის პარ­კი, სა­დაც სა­ჭად­რა­კო სივ­რცე­ე­ბია და ამ სივ­რცე­ებ­ში არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბე­ბი. და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა არის, რომ ფან­ჩა­ტუ­რებ­ში ელექტრო გაყ­ვა­ნი­ლო­ბა არ იყოს გა­კე­თე­ბუ­ლი“,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

Share.