“უეცრად დედა გავხდი, აუხსნელია სიტყვებით..” – ნახეთ სოფო ნიჟარაძე შვილის გაჩენის შემდეგ ელის-მარიაზე პირველად ალაპარაკდა

0

ცნობილი მომღერალი სოფო ნიჟარაძე, რომელიც საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა, გადაცემა „მარინა ბერიძის მუსიკალურ რუბრიკას“ სტუმრობდა.
გადაცემაში სოფომ დედობის შესახებ ისაუბრა.„ისეთი სხვა ცხოვრება მქონდა, ბავშვი და სულ სხვა ემოციები, უცებ დედა გავხდი, დედა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ყველაფრით, იმიტომ, რომ მე ვიყავი ყველაფერი, რა თქმა უნდა, დედა ძალიან მეხმარება, მაგრამ მე ვზრდი და ამიტომ სრულფასოვნად ვარ ჩართული.

ამან, რა თქმა უნდა, შემცვალა როგორც ადამიანი, როგორც მომღერალი, როგორც არტისტი და ხმაში ტემბრიც კი შეიცვალა, სხვა განწყობაა, ალბათ აუხსნელია ზუსტად სიტყვებით, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერებაა ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა, აისახება ადამიანზე“, – განაცხადა სოფო ნიჟარაძემ „მარინა ბერიძის მუსიკალურ რუბრიკაში“ საუბრის დროს.
ცნობისთვის, სოფო ნიჟარაძე გოგონას დედაა.
პატარას ელის-მარია ჰქვია.
წყარო:tbilisitv.club

Share.