“უდიდესი ქართველი,ყველასათვის საყვარელი ადამიანი დაიღუპა..” – ნახეთ უმძიმესი ინფორმაცია ვრცელდება

0

ახლახანს ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და პოეტი მთვარისა კერესელიძე გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“სამწუხარო ამბავი———————
გვამცნო ჩვენმა მეგობარმა თამთა ბერიაშვილმა – გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და პოეტი
მთვარისა კერესელიძე
(1942-2023)
დაიბადა 1942 წლის 20 ივლისს. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს რადიოს ახალგაზრდული გადაცემების განყოფილების რედაქტორად, გაზეთ „სახალხო განათლების” ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგედ, რედაქტორობდა მეუღლესთან, ცნობილ ქართველ პოეტ ბერდია ბერიაშვილთან, ერთად დაარსებულ გაზეთ „ცისარტყელას“… მისი დაარსებულია გაზეთი „პოეზია”, რომლის მთავარი რედაქტორიც თვითონვე იყო, დამფუძნებელი და

პრეზიდენტია შემოქმედ ქალთა ასოციაციისაა „ოცნება”. მთვარისა კერესელიძის პირველი ლექსი 1963 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „საქართველოს ქალში”. გამოცემული აქვს მრავალი პოეტური კრებული. მთვარისა კერესელიძე იყო საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის გამგეობისა და საქართველოს ქალთა საბჭოს წევრი.
„გარდამეცვალა ჩემი დედიკო, გამოჩენილი პოეტი და ჟურნალისტი, ათობით წიგნის ავტორი და პრემიების ლაურეატი, მთვარისა კერესელიძე. აღარა მყავს ჩემი სალოცავი ხატი, ჩემი მანათობელი ვარსკვლავი“ წერს თამთა ბერიაშვილი ფეისბუქში.
პანაშვიდი 18, 19 და 20 მარტს.
გამოსვენება სამშაბათს, 21 მარტს, 15 სთ-ზე.
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, IV კვარტ., III ბ კორპუსი, ბინა 47.

Share.