უდიდესი ტრაგედია რომელმაც მთელი საქართველო შეძრა – 16 წლის გოგონა დილით მისმა ძმამ ჩამომხრჩვალი იპოვნა. უმძიმესი ტრაგედიის დეტალები

0

ტრაგედია გორის რაიონში. 16 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც „პრაიმტაიმისთვის” გახდა ცნობილი, გარდაცვლილი გოგო ხეივანზე ჩამომხვრჩვალი ძმამ დილით ნახა.
ახალშენში, მერის წარმომადგენლის დავით ცერცვაძის თქმით, ფაქტმა მთელი სოფელი შეძრა.

„გოგონა საკუთარ სახლში დილით ოჯახის წევრებმა იპოვეს. ყველა შეძრული ვართ ფაქტით,”- აღნიშნა მერის წარმომადგენელმა დავით ცერცვაძემ.

სკოლის დირექტორის გოდერძი ნასყიდაშვილის თქმით, გარდაცვლილი ძალიან მშვიდი გოგონა იყო.

„დილით გავიგე ეს ამბავი. როგორც ვიცი დილის 6 საათზე ნახა ძმამ ხეივანზე ჩამომხვრჩვალი. ძალიან კარგი გოგონა იყო, მშვიდი, გაწონასწორებული. რა მოხდა არ ვიცით. პოლიცია მისულა ოჯახში და გოგონას პირადი კომპიუტერი და ტელეფონი წაიღეს ექსპერტიზაზე. სხვა დეტალები არ ვიცი.”- გვითხრა სკოლის დირექტორმა გოდერძი ნასყიდაშვილმა.

Share.