“უამრავი ბავშვი გადაარჩინა მთელი ცხოვრება ბავშვებს მკურნალობდა..” – ნახეთ ვინ არის ექიმი რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა

0

„მედკაპიტალის“ ექიმი, რომელის ვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ გარდაიცვალა 52 წლის ლალი ჯავახიშვილია.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილ ექიმს პრობლემები ჰქონდა გულზე. როგორც ექიმის ახლობელი გვიყვება, გასულ წელს იგი სამი თვის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.ამასთან, 52 წლის ექიმს სუნთქვის პრობლემებიც აღენიშნებოდა.
გარდაცვლილ ექიმს სოციალურ ქსელში კოლეგები, მეგობრები და პაციენტები ემშვიდობებიან:
„ლალი ექიმო როგორ დამენანეთ ღმერთმა ნათელში გამყოფოთ.
უნიჭიერესი ქალბატონი რომელსაც

ვანდობდი ჩემ სამ შვილს დაუფიქრებლად, ლალი ექიმო ნათელი და სანთელი იყოს თქვენი სულის… ერთადერთი უძლიერესი პედიატრი ძალიან დაგვაკლდებით ყველას“, – წერენ სოციალურ ქსელში.
პირველად მოკვლევაზე დაყრდნობით ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინა ტიკარაძემ აღნიშნა, რომ „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება კორონავირუსზე აცრას არ უკავშირდება.„მედკაპიტალის“ ექიმმა კორონავირუსზე აცრა ორი კვირის წინ გაიკეთა, თუმცა კლინიკა მის გარდაცვალებასთან ვაქცინაციის კავშირს გამორიცხავს. ცნობილია, რომ ექიმს გულის იშემიური დაავადება ჰქონდა.წყარო:geoambebi.com

Share.