ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა – დეპუტატზე თავდასხმას მისი 3 წლის შვილი ემსხვერპლა

0

უკრაინაში უცნობმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა კიევის დეპუტატსა და ბიზნესმენს, ვიაჩესლავ სობოლევს მაშინ როდესაც ქუჩაში საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდა. პარლამენტარს იარაღიდან ნასროლი ტყვიები აცდა , თუმცა უკანა სავარძელზე მჯდომი მისი 3 წლის ვაჟი სასიკვდილოდ დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ინფორმაციას censor.net-ი ავრცელებს.

სობოლევი დონეცკელი ბიზნესმენია, რომელიც 2010-2011 წლებში უკრაინიში ნავთობის სახელმწიფო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო. სამართალდამცავთა ცნობით, ამ დრომდე უცნობია თუ ვინ ესროლა მანქანას და რა იყო მოტივი. მომხდართან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება მიმდინარეობს .

რამდენიმე ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სობოლოვს ტერორიზმის დაფინანსებაში სდებდნენ ბრალს. ჟურნალისტების მიერ გაცხადებული ფაქტებითა და ეჭვებით გავრცელდა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატის სუპერმარკეტების ქსელი გადასახადებს დონეცკის არაღიარებულ რესპუბლიკაში იხდიდა

უკრაინის უშიშროების ინფორმაციით 2014 წლიდან 2016 წლამდე დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბანკს 7 მილიონი რუბლი და 266 ათასი უკრაინული გრივნა გადასახადის სახით ჩარიცხა.

Share.