“ტრაგედია დაგვატყდა თავს..” – ნახეთ რა მდგომარეობაშია 4 წლის გიორგი, რომელიც მესამე სართულიდან გადმოვარდა

0

ხვალ ერთი თვე ხდება, რაც ოთხი წლის გიორგი კოტოშაშვილი ბორჯომში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა და მძიმე ტრავმები მიიღო. უკვე ერთი თვეა, პატარა გიორგი სიცოცხლისთვის იბრძვის. ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობის კურსს და ჯერ გონზე არ მოსულა. გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მის დეიდას, ნათია თედიაშვილს ვესაუბრეთ.
„საშინელება დაგვატყდა თავს. ბეტონზე პირდაპირ თავით დაეცა ბავშვი. ამ დრომდე კომაშია, გონზე არ მოსულა. ტომოგრაფიას ვერ უღებენ, რადგან აპარატიდან ვერ ხსნიან. თავიდან სისხლს უსხამდნენ, რამდენიმე დღეა აღარ არის ამის საჭიროება. წნევა და გემოგლობინი დარეგულირდა,
თირკმელებიც ამუშავდა. კრიზისული ორი კვირა გადალახა. მხოლოდ უფლის და სასწაულის იმედი გვაქვს. ჩემმა დამ თითქმის ყველა სალოცავი მოიარა მეუღლესთან ერთად.

ეკლესიაში ათენებს და აღამებს. ოპერაციაც ესაჭიროება ბავშვს, მაგრამ სანამ ტვინი არ დაცხრება, ოპერაციას ვერ უკეთებს ნეიროქირურგი. ჯერ სულ პატარაა ამხელა განსაცდელისთვის. ისეთი თბილი, მზრუნველი და ყურადღებიანი ბავშვია, ვერ აგიხწერთ. ძალიან მტკივა გული. ვთხოვ ყველას, ილოცონ ჩემი გიორგისთვის, რომ გამოჯანმრთელდეს და მალე ჩაეხუტოს თავის დედიკოს“, – ამბობს ნათია.

გიორგის მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თუ ვინმეს დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ საქართველოს ბანკის ანგარიშზე:
GE36BG0000000162399890
მიმღები გელა კოტოშაშვილი, გიორგის მამა.
პირადი ნომერი: 36001050225
წყარო: mshoblebi.ge

Share.