“ტირიან მათი ოჯახები, სამი ახალგაზრდაა დაღუპული..” – ნახეთ ახლახანს უმძიმესი ინფორმაცია ვრცელდება

0

ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე სანიაღვრე არხში ნაპოვნი ახალგაზრდა კაცი, ადგილობრივია.
მას, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და არხში ჩავარდა. როგორც კი სანიაღვრე არხში წყლის დონემ დაიწია, მისი ცხედარი მოსახლეობამ იპოვა და პოლიცია გამოიძახეს.
ზუგდიდში ღამით ძლიერი წვიმა იყო. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ოზურგეთელი ახალგაზრდა 31 წლის გიორგი ბაქანიძე თბილისში გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი, ამირან ბაქანიძე „გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ 31 წლის გიორგის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

ის თბილისში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნატანებიდან იყო ჩასული და ერთ-ერთ ლაბორატორიაში მუშაობდა. გუშინ დილით კი, სამსახურში გარდაცვლილი იპოვეს.

თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახის წევრებმა ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. რა გახდა 27 წლის ქალის გარდაცვალების რეალური მიზეზი, გამოძიება დაადგენს.

სოფელში ყვებიან, რომ გარდაცვლილმა ოჯახს წერილი დაუტოვა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის, 115-ე მუხლით დაიწყო.

Share.