“სული მის ხელებში დალია,ერთი წამით არ მიატოვა შეყვარებულმა..” – ნახეთ რა იპოვეს დაღუპული 17 წლის გოგონას ნივთებში

0

ახალგაზრდა გოგონა, ანი მუმლაძე 2021 წელს 17 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლაგოდეხელ გოგონას, თურქმა მედიკოსებმა, ხორხის სიმსივნე აღმოუჩინეს. როგორც მისი პედაგოგი, იზა შუბითიძე “პრაიმტაიმთან” კომენტარში ამბობს, ახლახან ანის ნივთებში, მისმა მეგობარმა, დედისადმი მიძღვნილი ლექსი იპოვა. ქალბატონი იზა ლექსს ანის ფონდის ფეისბუქგვერდზე აზიარებს.

იზა შუბითიძე: ჩამოვიდა, თითქოს ავადმყოფობა დაამარცხა. ბოლო ზარიც გვქონდა, ბანკეტიც, მერე დამძიმდა. შეყვარებულს ერთი წუთით არ დაუტოვებია და აგვისტოში მის ხელში დალია სული…
მე და ანის დედამ დავაარსეთ “ანის ფონდი” და ვცდილობთ, სხვისი შვილების სიცოცხლე მაინც ვიხსნათ.
ახლახან მისმა მეგობარმა ანის ნივთებში იპოვა ლექსი, რომელიც გოგონას დედისთვის მიუძღვნია.

Share.