“სისხლიანი დაპირისპირება,ბათუმის ცენტრში მეუფე დიმიტრის სიძემ ახალგაზრდა მამაკაცი დანით აჩეხა..” – ნახეთ სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები

0

“მთავარი არხისთვის” ცნობილი ხდება, რომ ბათუმში, ახალგაზრდა კაცი, გიორგი ნიკოლავა მეუფე დიმიტრის სიძემ, ჯამბულ ჯიჯავაძემ დაჭრა. კონფლიქტი თავდაპირველად ავტომობილის პარკირების დროს დაიწყო, რის შემდეგაც სიტყვიერი შელაპარაკება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. “უთქვია, მანქანა აქანე არ დააყენოო, ვერ გავდივართო… მეორეჯერ რომ შეხვედრია, უთქვია, მეგობარო აქანე გვიჭირს შესვლაო და ცოტა ისე დააყენეო.

შენ რას ლაპარაკობო, მე ვინ ვარ, იციო? ამოუღია დანა და დაურტყამს”, – ამბობს დაჭრილის მამა.
ამ დროისთვის დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წყარო:geonewest.com

Share.