“სიმართლე სჯობს ჩემგან გაიგოთ,გეტყვით სიცილის მიზეზი რაც იყო..” – ნახეთ რა აღიარა მთავარი არხის ჟურნალისტმა

0

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩან­და, რომ “მთა­ვა­რი არ­ხის” ჟურ­ნა­ლისტს, ტე­ლე­წამ­ყვან ქეთა ციცქიშ­ვილს ეცი­ნე­ბო­და. ქეთა სა­უბ­რობ­და აქ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ვა­კის პარ­კის ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­გეგ­მა. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი გან­მარ­ტავს, ცხა­დია, რომ ეთერ­ში მისი სი­ცი­ლის მი­ზე­ზი სულ სხვა სა­კი­თხი იყო.
“3 დღეა ვუ­ყუ­რებ სრულ ის­ტე­რი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მეს­მის ფე­ის­ბუ­ქის მიღ­მა ჩურ­ჩუ­ლიც. ამი­ტომ …
კვი­რას, 6 სა­ა­თი­ა­ნი მთა­ვა­რის და­სა­წყის­ში სი­ცი­ლით წა­ვი­კი­თხე ნი­უ­სი, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან, კახა კა­ლა­ძის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით და­ა­ნო­სე­ბულ აქ­ცი­ას. ჩემი სი­ცი­ლის მი­ზე­ზი, რა თქმა უნდა, არ ყო­ფი­ლა და­გეგ­მი­ლი აქ­ცია და მი­თუ­მე­ტეს, ამ ამ­ბის ში­ნა­არ­სი (ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვა).

მი­ზე­ზი იყო სულ სხვა და ამის გან­მარ­ტე­ბას აქ, ბევ­რი რა­მის გამო, არ და­ვი­წყებ.

მა­ყუ­რე­ბე­ლი ჩვენ­გან დაც­ლი­ლი ემო­ცი­ით ელო­დე­ბა ახა­ლი ამ­ბის გა­გე­ბას და ჩემ­თვის, ესეც ერთ-ერთი ნა­წი­ლია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის. მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბამ­დე ჩვენც ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. ხან­და­ხან ხდე­ბა ხოლ­მე. ამ სტა­ტუსს არ ვწერ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც 3 დღეა მეტი საქ­მე არ აქვს და იმას ამ­ტკი­ცე­ბენ, ბავ­შვის სიკ­ვდი­ლი გა­უ­ხარ­და და მა­გი­ტო იცი­ნო­დაო.

ამ ნა­წილ­თან სა­ლა­პა­რა­კო არა­ფე­რი მაქვს. ვი­ფიქ­რე და ამ სტა­ტუ­სის და­წე­რა გა­დავ­წყვი­ტე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც კარ­გად მიც­ნობს ან არც ისე კარ­გად, მაგ­რამ იცის ვინ ვარ და რისი გამ­კე­თე­ბე­ლი და მა­ინც, გუ­ლის სიღ­რმე­ში და­უშ­ვა, რომ სი­ცი­ლი შემ­თხვე­ვი­თი არ იყო. ვი­ფიქ­რე, ამის თქმა იმი­ტომ, რომ “მთა­ვარ არხს” წარ­მო­ვად­გენ, სწო­რია ჩემ­გან იცო­დეთ, რომ სი­ცი­ლის მი­ზე­ზი სხვა მოვ­ლე­ნა იყო.

ბო­დი­ში იმ მა­ყუ­რე­ბელს, ვი­საც რე­ა­ლუ­რად ახა­ლი ამ­ბის გა­გე­ბა უნ­დო­და და მათ­თვის არ იყო ჩემი სი­ცი­ლი ლა­მა­ზი. და­ნარ­ჩე­ნებს, ზურგს უკან რომ მეტი სა­ლა­პა­რა­კო არ გაქვთ, არც კი ვიცი რა გი­თხრათ.

13 ოქ­ტომ­ბერს მე მო­მი­წია ეთერ­ში მეთ­ქვა, რომ მა­რი­ტა გარ­და­იც­ვა­ლა. შვი­ლი მეც მყავს, 9 წლის და და­მი­ჯე­რეთ ჩემ­ზე მე­ტად თქვენ არ გან­გიც­დი­ათ უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი. იმ ჩარ­თვის დრო­საც არ ვი­ყა­ვი ემო­ცი­ე­ბის­გან დაც­ლი­ლი და მოდი, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი ამის­თვი­საც მო­ვიხ­დი ბო­დიშს. 3 დღეა ჩემი სი­ცი­ლის იქით ტრა­გე­დია და სა­ლა­პა­რა­კო ვერ ნა­ხეს. ვერ გა­ი­გეს ბრა­ზი საით მი­მარ­თონ, სამ­წუ­ხა­როა. P.S. ისე იცო­დეთ, რომ სა­ნამ თქვენ ეთე­რი­დან რა­მეს გა­ი­გებთ, მა­ნამ­დე ჩვენ გვი­ხა­რია, ჩვენ გვწყინს, ჩვენ გვტკი­ვა და ჩვენ ვტი­რით ამ­ბებ­ზე, რო­მელ­საც გიყ­ვე­ბით”, – წერს ქეთა ციცქიშ­ვი­ლი.

Share.