“სიკვდილამდე წერილი დაწერა,უმძიმესი სანახავი იყო და..” – ნახეთ რა დაწერა ბიჭმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე

0

ახალგაზრდა ბიჭი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაღუპული თორნიკე ნანობაშვილია. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით სიკვდილის მიზეზი გულია. ოჯახი ექსპერტიზას ელოდება. თორნიკემ სიკვდილამდე ძალიან ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
”დიდი ხანია საკუთარ თავზე არ ვწერ და აღარც ვლაპარაკობ.
იმიტომ რომ არ მომწონს და დამავიწყდა ‘აქამდე როგორ’.
ხანდახან იმის ემპათიაც კი არ მყოფნის რო საწოლიდან წამოვაყენო, ჩაი დავალევინო და იმ გზებზე ვასეირნო, რომლებზეც ადრე იზრდებოდა და ლამაზდებოდა.
ბოლო წლების განმავლობაში მისთვის მაქსიმუმ რაც შევძელი პატარა ნოუთების – ერთგვარი მინიშნებების – კეთება იყო,

სხვადასხვა ტელეფონის აპლიკაციებში, რომლებიც გაიყიდა მედიკამენტებზე, ქირებზე, დაუსრულებელ ზამთრებზე 0.3 გრამ სიყვარულზე – გაუკუღმართებულ ორგაზმებზე მძიმე ატხადნიაკით.
ვიღაცები ამბობენ რომ ისინი მიცნობდნენ და მე მათ ვაწყენინე,
მე კიდევ იმ ორ პოლიციელსაც ვერ ვადანაშაულებ, რომლებმაც პრემიის მოლოდინში მანქანაში ჩამტენეს და მლეწეს – შუა ღამის ქალაქის გულში – დღემდე არ ვპასუხობ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ზარებს.
ვიღაცები ამბობენ რომ ისინი მიცნობდნენ და მე მათ ვაწყენინე,
მათი დედები ვერ მიტანენ და ღმერთს ევედრებიან, რომ ჩემნაირი ადამიანი მათ ოჯახს არ გაეკაროს,
მე კი ღმერთს მხოლოდ ჩემ გარდაცვლილ ძმაკაცებში ვხედავ – სევდიანსა და მრისხანეს.
შენი ქვეყანა იმსახურებს ძალადობას – თან ზუსტად იმდენს, რამდენი სისუსტეც გამოიჩინა.
მშიერი ბავშვები სამშობლოს ძუძუებს ჩამოაგლეჯენ, მანამ სანამ სამშობლო თითოეული მათგანის სათანადოდ გამოკვებას არ ისწავლის
– ეს და მხოლოდ ეს არის საყოველთაო სიწმინდის მანიფესტაცია.
“ჭეშმარიტება იქ არის, სადაც დამნაშავე არ არსებობს” – ვაწერ დედას სავაჭრო დახლთან, ვარკეთილის გეტოებში და ვიღებ შპრიცებს მისი მიმდებარე ტერიტორიიდან სადაც შემდეგში დავთესავ ბევრნაირ ყვავილს.
– არ ვიცი რა იმედით, მაგრამ მე მათ ნამდვილად ყოველდღე ვრწყავდი.
ვიღაცებს ნამდვილად სწამთ, რომ მე მათ ვაწყენინე,
მე კი არასდროს მწყენია, როცა მამა ლეწავდა ფანჯრებს და გვლეწავდა ჩვენ – ვდუმდი და ნამსხვრევებს ვაგროვებდი, რათა შემდეგში მომეკლა მამა – ლაჩრული სიამაყით რომ ვეტერანის შვილმა სროლა ვიცი.
დიდი ხანია საკუთარ თავზე არ ვწერ და აღარც ვლაპარაკობ.
არაფერს ვხსნი, არაფერს ვცდილობ,
არავინ მძულს და დანამდვილებით არავინ მიყვარს.
უბრალოდ, ყოველ დილას,
სამსახურში წასვლამდე, იმ დახლს ჩავუვლი, რომელთანაც იდგა დედა და ვრწმუნდები რომ ყვავილები ისევ ადგილზეა
და მიხარია,
თუნდაც იქვე ნემსები დამხვდეს.
ბოლოს სხეულში მხოლოდ მადლიერების განცდა მრჩება,
სიყვარულისთვის, რომელიც მომცეს აბსოლუტურად უცნობმა ადამიანებმა, უანგაროდ,
გაუცნობიერებელი გენეტიკური ჟინით,
რომ თავის დროზე
მათ დედებსაც ჩემნაირი ბიჭი უყვარდათ” – ეს თორნიკეს ბოლო პოსტია.

Share.