“საწყალს მოსწავლეები ელოდებოდნენ და თურმე..” – ნახეთ ახლახანს სკოლის პედაგოგი ტრაგიკულად დაიღპა, ცნობილია ვინაობ

0

“ფეისბუკ” გვერდი “გურია თუდეი” სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, საიდანაც იგებთ, რომ ლანჩხუთში პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი ციცო შალვაშვილი
გაირდაიცვალა.გავრცელებული ინფორმაციით პედაგოგი მძიმე სენს წლების განმავლობაში ებრძოდა.
“მთელი გულით შეიგრძნობდა სხვის ტკივილს. უსამართლობა აღაშფოთებდა მხოლოდ… ამშვენებდა ოჯახს, სკოლას, ქალაქს…“
ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლა პედაგოგ ციცო შალვაშვილს ემშვიდობება:

„სხვა სკოლიდან შემოუერთდა ჩვენს დიდ კოლექტივს. შემოუერთდა და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა. ყურადღებას იქცევდა სიმშვიდითა და ესთეტიკური, მოწესრიგებული გარეგნობით. შესანიშნავი ფილოლოგი და კარგი პედაგოგი იყო. კიდევ უფრო კარგი თერძი, საოცარი ოსტატობით ქმნიდა ტანსაცმელს. ბევრს ასწავლა და რთული ცხოვრების გზაზე შემოსავლის წყაროდ უქცია ეს ხელობა. მთელი გულით შეიგრძნობდა სხვის ტკივილს. უსამართლობა აღაშფოთებდა მხოლოდ. გულიანსა და აზრიან რჩევა-დარიგებას მოგაწოდებდა. ჩუმად იკითხავდა საკითხავს, ჩუმად აკეთებდა საკეთებელს, ჩუმადვე გაგეცლებოდა. კარგი მეგობრობა შეეძლო. კარგი დედა, მეუღლე გახლდათ. ბებიობის სიტკბოც შეიგრძნო. ამშვენებდა ოჯახს, სკოლას, ქალაქს.
დიდი ხნის ტკივილს ატარებდა,რომელსაც წლების წინ გადაურჩა. მაგრამ ვერაგმა დაავადებამ თავისი ჰქნა; არ გაუძალიანდა, არ შეებრძოლა, მიენდო და გაჰყვა იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.

ჩვენ ციცო შალვაშვილს მივაცილებთ იმქვეყნიურ საქართველოში! თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებს!
მისი თბილი ღიმილი დიდხანს შემორჩება ჩვენს მეხსიერებაში. ნათელი მის სულს!“_ გამოსაშვიდობებელი წერილი სკოლის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

Share.