“საწყალი შვილმკვდარი დედა იყო ლალი, ახალგაზრდა ბიჭი დაღუპვია..” – ნახეთ ქმარმა ცოლი სასტიკად მოკლა

0

ცოტახნის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა გურჯაანში, კერძოდ სოფელ ჩალაუბანში. 70 წლის ლალი ღვინიაშვილი ქმარმა, აკაკი ღვინიაშვილმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.
”საწყალი ქალი საწოლზე ყოფილა წამოწოლილი, ეტყობა ისვენებდა და ამ დროს ქმარს თოფით მოუკლავს. შვილმკვდარი დედა იყო ლალი, რამდენიმე წლის წინ მათ სახლში დიდი ტრაგედია დატრიალდა, მისმა ახალგაზრდა ბიჭმა თავი მოიკლა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ამ ფაქტმა ძალიან გაანადგურა მშობლები” – ამბობს მედიასთან საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას ცოლს – 1953 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს სანადირო თოფით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: daqalebi. club

Share.