“საცოდავი გოგო ჯერ გაგუდა,შემდეგ კი საშინელება გაუკეთა..” – ნახეთ ნათია ბახტაძის მკვლელმა დაუჯერებელი რამ აღიარა

0

ოკუპირებულ გალში გაუჩინარებული ნათია ბახტაძის მკვლელობა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პროკურატურამ დაადასტურა.
მკვლელობა ბახტაძის გაუჩინარების საქმეზე დაკავებულმა აინურ წუშბამ ​აღიარა. მისი თქმით, მან ცხედარი რეჩხის წყალსაცავში გადააგდო.
ცხედარი ჯერჯერობით არ უპოვიათ,. რეჩხის წყალსაცავში სამძებრი-სამუშაოები მიმდინარეობს.
ნათია ბახტაძის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 31 ივლისს გავრცელდა.
ნათია ბახტაძის მკვლელობაში შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს:

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მოკლედ, საშინელი ტრაგედია და ცოდვის ტირილია გალში:

ნათია ბახტაძის გამტაცებელმა აინარ ცვიჟბამ აღიარა, რომ გოგო ჯერ გაიტაცა, მერე თავისი “ლექსუსის” სალონში გაგუდა და მერე ვარდილჰეს-3-ის კასკადში ჩააგდო – ბოდიში ნატურალური აღწერისთვის, მაგრამ ოჯახმა უკვე იცის დეტალებიც და კადრებიც გავრცელდა გალის ტელევიზიით, სადაც ჩანს, რომ ოკუპირებული ტერიტორიის ვარნილჰესში ეძებენ ნათიას ცხედარს.
ოჩამჩირის რაიონში, ფიჭვნარში ნაპოვნი გოგონას ცხედარი, ცხადია, ნათია ბახტაძის არ აღმოჩნდა – ვარაუდობენ, რომ ის დრანდელი გოგოა, ისიც გატაცებული და ერთი თვეა, ეძებენო.
მეტიც – ამ ძებნაში იქვე ახლოს, ოჩამჩირის უკაცრიელ ფიჭვნარში, სადაც ეს სავარაუდოდ დრანდელი გოგო იპოვეს, კიდევ ერთი გოგოს ცხედარია აღმოჩენილი, ეგ ჯერაც არ იციან, ვინ არის.
ორივე ცხედარს ძალადობის კვალი ეტყობა და საშინელ დღეშია – გარეული ცხოველებისგან…
ამ აინარ ცვიჟბას მამა გალის ფქვილის ბიზნესის მაგნატია, გუშინ მიიყვანა თავისი შვილი მილიციაში და ადვოკატთან ერთად ათქმევინა, რომ ბახტაძის ცოლად მოყვანა უნდოდა და მაგიტომ გაიტაცა, მერე კი გაექცა და არ იცის, სად წავიდა, მაგრამ საბედნიეროდ და მოულოდნელად, ვიღაცეებმა ზემოთ, პრინციპულობა გამოიჩინეს და ცვიჟბას ხელი ვერ დააფარეს – მივიღეთ საშინელი აღიარება.” – წერს სოციოალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.

Share.