“საცოდავი გოგო ჩაცხრილა,საწყალი სახლიდან გარბოდა და ქმარმა იარაღი ზედ დააცალა..” – ნახეთ ცნობილია რატომ მოკლა 14 წლის გოგო ქმარმა

0

ადრეული ქორწინების კიდევ ერთი მსხვერპლი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ ლამბალოში მოლკულია 14 წლის გოგო, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან და კერძოდ სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა საკუთარმა ქმარმა 30 წლამდე ალიმ ასლანოვმა მიაყენა.როგორც ადგილობრივები ამბობენ გოგონა წარმოშობით დმანისის მუნიციპალიტეტიდან არის, ის დაახლოებით 2 თვის წინ გაათხოვეს სოფელ ლამბალოში მისი ნების საწინააღმდეგოდ და როგორც სოფელში ამბობენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ოჯახიდან თავის დაღწევას ცდილობდა ვინაიდან ის ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო.

შემთხვევა დღეს სოფელ ლამბალოში ასლანოვების საცხოვრებელ სახლში მოხდა. ეს არის ალიმ ასლანოვის ბიძა, სადაც ხვალ ბიძაშვილის ქორწილი უნდა გადაეხადათ და სამზადისი მიმდინარეობდა ამ პროცესთან დაკავშირებით, ცოლსა და ქმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.

სავარაუდო დაპირისპირების მიზეზი გახდა ის რომ გოგონა ქორწინების წინააღმდეგი იყო და თავის დაღწევას ცდილობდა ქმრისგან, და სწორედ იმ დროს როდესაც გოგონა ოჯახიდან გაქცევას ცდილობდა ქმარმა მისი მიმართულებით სანადირო თოფიდან 3 გასროლა განახორციელა. გოგონა შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. მამაკაცი მომხდარიდან მალევე მიიმალა. სამართალდამცველები მისი ძებნის ოპერაციას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორცელებენ.

“ქმარმა მოკლა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, პატარა იარაღი ესროლა მემგონი, ამ გოგოს არ უნდოდა მისი ცოლი ყოფილიყო” – ამბობს მეზობელი

“თოფი ესროლა, დაკავებული არ არის, გაიქცა, მკვლელობა ბიძამისის სახლში მოხდა 1 საათისთვის, 3 ჭრილობა აქვს გოგონას მიყენებული, მუცელში, გულში და ხელში ზუსტად არვიცი” – ამბობს მეზობელი

Share.