“საშინელი შობა დაგვიდგა, ტირის მთელი ერი..” – ნახეთ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი რეჟისორი, მხატვარი და სცენარისტი (ფოტო)

0

80 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი, რეჟისორი, სცენარისტი გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი.
ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1971 წელს – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, 1976 წელს – თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

იყო ტელევიზიის კინორეჟისორი, მუშაობდა დიდი ბრიტანეთის ტელევიზიის მე-4 არხზე.
გადაღებული აქვს ფილმები: „პრემიერა“ (1979), „ექსპერიმენტი“ (1981), „მთვარის გლობუსი“ (1986), „ვეძებთ მარჯორის და ოლივერს“ (1991) და სხვ.

Share.