“საუბარი უშუალოდ საქართველოს ეხება..” – ნახეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა

0

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აშშ-სა და კიევს უკრაინაში ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღებზე მუშაობაში ადანაშაულებს.
“ამაზე 2020 წელსაც ვსაუბრობდით, პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ს სამხედრო-ბიოლოგიურ აქტიურობაზე შეშფოთებას გამოვთქვამდით. ჩამოვთვლი რა რაოდენობის მასალებსა და განცხადებებს ვაკეთებდით საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბიოლაბორატორიასთან დაკავშირებით, პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებშიც. შეკითხვების დიდი ნაწილი დაკავშირებული იყო აშშ-ს

თავდაცვის სამინისტრო აშენებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტის საქმიანობაზე, საუბარი ეხება უშუალოდ საქართველოს. იქ იმართებოდა აშშ-სა და საქართველოს სახმელეთო ძალების სამედიცინო კვლევები”. – თქვა ზახაროვამ.
ამას გარდა, გასულ დღეებში რუსმა უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა წამოაყენა ბრალდება, რომ ღორის გრიპი, რომელიც 2007 წლიდან ვრცელდება, საქართველოს ლაბორატორიაშია გამოყვანილი.“ჩვენ გვჯერა, რომ 2007 წელს პენტაგონის მიერ საქართველოს ბიოლოგიურ ლაბორატორიაში მაღალი ინფიცირების მაჩვენებლიანი ღორის გრიპის შტამი შეიქმნა. მისმა გავრცელებამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა უამრავ სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინასა და პოლონეთს და გამორიცხა ისინი ღორის ხორცის ექსპორტიორებისგან”. – ამბობდა რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი.
წყარო:daqali.club

Share.