“სასტიკად მოკლა ბაბუამ შვილიშვილის თვალწინ შვილი,შემდეგ კი ეს ბავშვი..” – ნახეთ რა მოხდა რეალურად და რატომ მოკლა მამამ საკუთარი შვილი

0

გუ­შინ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ნა­რუ­ჯა­ში, მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 80 წლის რეზო ფუტ­კა­რა­ძემ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სა­კუ­თა­რი შვი­ლი, 48 წლის ზაურ ფუტ­კა­რა­ძე მოკ­ლა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ამ ფაქტს თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს, მოკ­ლუ­ლის 14 წლის შვი­ლი, რო­მელ­მაც ნახა ბა­ბუ­ამ რო­გორ მო­უკ­ლა მამა. მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზებს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ად­გე­ნენ. უკვე და­კი­თხეს ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი.Fფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო.
დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს და უკვე მი­ას­ვე­ნეს იმ სახ­ლში, სა­დაც ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ­თვის მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. ისი­ნი ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან მომ­ხდარს. მათი თქმით, ხმა­უ­რი და არც გას­რო­ლის ხმა არ გა­უ­გი­ათ.
ფუტ­კა­რა­ძე­ე­ბის მე­ზო­ბე­ლი:

– ძა­ლი­ან ცუ­დია ამ­ბა­ვი მოხ­და, ძა­ლი­ან გან­ვიც­დით. მომ­ხდა­რის მი­ზე­ზი ჯერ ჩვენც არ ვი­ცით და გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ. ახლა მე­ზობ­ლე­ბი ერ­თად, უბან­ში ვართ შეკ­რე­ბი­ლე­ბი და არ გვაქვს პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, რა­ტომ უნდა მომ­ხდა­რი­ყო ეს ტრა­გე­დია. და­ზუს­ტე­ბით არა­ვინ ვი­ცით, რა მოხ­და მამა-შვილს შო­რის. მათ შო­რის კონ­ფლიქტზე არა­ფე­რი გვსმე­ნია. მოკ­ლუ­ლი ზაურ ფუტ­კა­რა­ძე ბა­თუმ­ში მუ­შა­ობ­და, ხე­ლო­სა­ნი ბიჭი იყო, მა­ლი­ა­რი და რე­მონ­ტებ­ზე მუ­შა­ობ­და. ბა­თუმ­ში ოჯა­ხით იყო წა­სუ­ლი, ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­დნენ და შრო­მობ­დნენ. ახლა ნა­რუ­ჯა­ში 3-4 დღის ჩა­მო­სუ­ლი იყო, აქ აქვთ თხი­ლის ბა­ღე­ბი და თხი­ლის მო­საგ­რო­ვებ­ლად ჩა­მო­ვი­და. მუ­შა­ობ­და თხი­ლის ბა­ღებ­ში, თა­ვის 14 წლის ბი­ჭთან ერ­თად.

მომ­ხდარს ბავ­შვი შე­ეს­წრო, ამ ამ­ბის შემ­დეგ ბავ­შვი და­კი­თხვა­ზე წა­იყ­ვა­ნეს და ჯერ არ ჩანს, რომ ვკი­თხოთ, რა მოხ­და. სხვა არა­ვინ იყო სახ­ლში, მამა შვი­ლი და 14 წლის ბავ­შვი ჰყავ­დათ. ზა­უ­რი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მამა იყო, 4 შვი­ლი ჰყავს.

რეზო 80 წლის არის, ორი წე­ლია ნა­რუ­ჯა­ში დაბ­რუნ­და, მა­ნამ­დე ისიც ბა­თუმ­ში იყო, მაგ­რამ ახლა ასაკ­ში დაბ­რუნ­და სო­ფელ­ში. 24 სა­ა­თი აქ ვარ და არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი მას სხვას­თა­ნაც არ მოს­ვლი­ათ. ინ­სულ­ტი­ა­ნი კაცი იყო, ინ­ვა­ლი­დი კაცი და რა­ტომ მოკ­ლა შვი­ლი, არ ვი­ცით. ოჯა­ხის ამ­ბავს ვერ გა­ი­გებ. ზა­უ­რი მთელ უბანს უყ­ვარს და ყვე­ლა­ნი გან­ვიც­დით, ყვე­ლა აფა­სებ­და.

– გას­რო­ლის ხმა არ გა­გი­გი­ათ?

– ეს გვიკ­ვირს, რომ გას­რო­ლაც არა­ვის გა­უ­გია. არ ვი­ცით მა­ყუ­ჩი­ა­ნი იყო თუ არა ია­რა­ღი. მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ეზო­ში ჩა­მო­ირ­ბი­ნა 14 წლის ბავ­შვმა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა, მან გვი­თხრა, რომ ბა­ბუ­ამ მა­მას ეს­რო­ლაო. სა­შინ­ლად გა­ნიც­დი­და. მა­შინ­ვე დავ­რე­კეთ სას­წრა­ფო­ში. ისე­თი ეზო გვაქვს ბავ­შვის ხმა ყვე­ლამ გა­ვი­გო­ნეთ და მა­ლე­ვე მთე­ლი უბა­ნი შე­იკ­რი­ბა. გა­მო­ვარ­დით გა­რეთ, მაგ­რამ მათ ბი­ნა­ში შიგ­ნით შეს­ვლას ყვე­ლა მო­ე­რი­და, რად­გან ვი­ცო­დით, რომ ია­რა­ღით იყო.

ეტყო­ბა ბავ­შვმა პირ­ვე­ლად ეს ამ­ბა­ვი რე­ზოს დის­შვილს შე­ა­ტყო­ბი­ნა, ის შე­ვი­და ბი­ნა­ში და მან გა­მო­არ­თვა ია­რა­ღი რე­ზოს. მერე ქა­ლე­ბიც ავარ­დნენ ზე­ვით, მაგ­რამ ზა­უ­რი ად­გილ­ზე იყო გარ­დაც­ვლი­ლი. თავ­ში ჰქონ­და ჭრი­ლო­ბა, მან­ქა­ნით წაყ­ვა­ნას აზრი არ ჰქონ­და. მერე გა­და­ას­ვე­ნეს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე და დი­ლით მო­იყ­ვა­ნეს იქი­დან ცხე­და­რი. რე­ზოს სახ­ლი­დან წაყ­ვა­ნა არ გვი­ნა­ხავს, ისე წა­იყ­ვა­ნეს, არა­და მთე­ლი უბა­ნი შეკ­რე­ბი­ლი იყო. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ამ ამ­ბავს.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. რა ჩვე­ნე­ბა მის­ცა მო­ზარ­დმა და რას ამ­ბობს თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი, ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.
წყარო:dainteresdi.club

Share.