“სასიხარულო ინფორმაცია, რამოდენიმე დღეში ტრანსპორტი აღდგება..” – ნახეთ რა შეზღუდგვები იხსნება უახლოს დღეებში

0

ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.„ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკროტაქსები. გარდა ამისა, ამოქმედდება სრულად ასევე ბაზრობები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„შემდგომი ორშაბათიდან, საქართველოს მასშტაბით 15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში. ეს გულისხმობს იმას, რომ თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ბავშვები სკოლაში, სასწავლო კლასებში გააგრძელებენ სწავლას, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.

„8 თებერვლიდან ღია და დახურული ბაზრობები სრულად ამოქმედდება“, – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება კომენდანტის საათს ისევ ძალაში რჩება წყარო:iswavle.com

Share.