“სასიხარულო ინფორმაცია,მინდა გახაროთ..” – ნახეთ რა სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა 8 წლის ბიჭზე, რომელსაც მანქანა დაეჯახა

0

ძალიან კარგი ამბავი – 8 წლის ბიჭუნა, რომელსაც შარტავას ქუჩაზე მანქანა დაეჯახა დღეს გონზე მოვიდა.
ბიჭუნა, რომელიც შარტავას ქუჩაზე საშინელ ავარიაში მოჰყვა, მკურნალობის შემდგომი ეტაპისთვის ისრაელში გადაჰყავთ. “ვიცი, რომ ყველა განიცდით ჩვენი დათიკოს ამბავს. მინდა გაგახაროთ. დღეს გონზე მოვიდა. სავარაუდოდ დღეს საღამოს, ან ხვალ დილით ისრაელში გადააფრენენ”, – დაწერა სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელმა.

8 წლის დათუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ შედარებით გაუმჯობესდა, ეს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოშიც დაადასტურეს.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბიჭს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.მოზარდს სწრაფად მიმავალი ავტომობილი მაშინ შეეჯახა, როცა ბავშვი გაჩერებაზე სკოლის ავტობუსს ელოდებოდა, თავად ავტომობილი შეჯახების შემდეგ ამოტრიალდა.მომხდართან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ავტომობილის მძღოლს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.თავად ბრალდებული აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ბავშვი გადარჩეს, თავად კი დამნაშავეა და როგორც დამნაშავე სასჯელს იმსახურებს.

Share.