“სასიხარულოდ მაქვს საქმე მალე ამასაც შევძლებ..” – ნახეთ რას ამბობს თინა ხიდაშელი თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

0

თინა ხიდაშელმა კორონავირუსით გამოწვეულ ავადმყოფობას დღემდე ვერ დააღწია თავი. პოლიტიკოსს სერიოზული მკურნალობა დასჭირდა, ის დამოუკიდებლად ჯერ კიდევ ვერ გადაადგილდება. მკურნალობისთვის იგი გერმანიაში გაემგზავრა და გულშემატკივრებს თავისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა:
“ცოტაოდენი სიახლეები გულშემატკივრებს
კეთილი ადამიანების, მეგობრების და ბევრი კარგი ხალხის რჩევის, თხოვნის, მოთხოვნის და დახმარების შედეგად ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე და ფეხზე დადგომა/გამოჯანმრთელების გზების დასადგენად.

მიუხედავად ბევრი დიდი თუ პატარა პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა…
ყველას, ნაცნობებს და უცნობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვინც ვინც მწერთ, მეხმიამებით და მუდმივად კითხულობთ ჩემს ამბავს.”

Share.