“სასიამოვნო სიახლე,იანვრიდან ხელფასი ეზრდება ყველა საჯარო მოხელეს..” – ნახეთ რამდენით იზრდება ხელფასი

0

აბიუჯეტო დაწესებულებებში იანვრიდან შრომის ანაზღაურება ჯამში 176 658 000 ლარით იზრდება. 10%-ით გაეზრდება ხელფასი ყველა საჯარო მოხელეს. კერძოდ, საჯარო დაწესებულებაში მომუშავეთა ყოველთვიური საბაზო თანამდებობრივი სარგო 1000 ლარის ნაცვლად 1 100 ლარი გახდება. ამის შესახებ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტშია აღნიშნული.„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო,

რაზეც მრავლდება თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის საშტატო განრიგით განსაზღვრული კოეფიციენტი და შესაბამისად განისაზღვრება საჯარო მოხელის ყოველთვიური ანაზღაურება.
აღსანიშნავია, რომ საბაზო თანამდებობრივი სარგო 2017 წელს განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობით და მას შემდეგ არ შეცვლილა. წარმოდგენილია ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო და 1000 ლარის ნაცვლად განსაზღვრულია 1100 ლარის ოდენობით,“-ნათქვამია მომავალი წლის ბიუჯეტის განახლებულ ვარიანტში.
წყარო:ambavi.club

Share.