“სასაფლაოზე სოფლებში გასვლას არავინ გიკრძალავთ მაგრამ ამაზე მკაცრი..” – ნახეთ სინამდვილეში რაზე იქნება გამკაცრებული მორიტორინგი

0

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:
„ბრწყინვალე შვიდეული დიდი ხნის ტრადიციაა, ორშაბათ-სამშაბათს გავდივართ საფლავზე და პატივს მივაგებთ ჩვენს მიცვალებულებს. ამავე დროს გვაქვს ტრადიცია, რომელიც მთლად მოსაწონი არ არის. იქ იშლება სუფრა, მიიღება ალკოჰოლი, გარკვეულ შემთხვევებში გადაჭარბებითაც.არავინ უშლის ადამიანებს მთელი კვირის განმავლობაში ერთი-ორი ადამიანი მივიდეს საფლავზე და დაანთოს სანთელი. განსაკუთრებული მონიტორინგი იქნება არასასიამოვნო ტრადიციაზე, რაც

გვაქვს და ეს არის სუფრის გაშლა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.
ბატონი ამირანის თქმით, სიტუაციას პოლიცია გააკონტროლებს და ყველასთან ძალიან მოკრძალებულნი იქნებიან. ამირან გამყრელიძე ხალხს სთხოვს, რომ ორშაბათ-სამშაბათს თავი შეიკავონ საფლავზე გასვლისგან, რადგან უმეტესობა მაგ დროს გადის და გადანაწილებისკენ მოუწოდებს.
”სოფელში, ადამიანი რომ სასაფლაოზე გავა, იმას არავინ აუკრძალავს საფლავზე გასვლას, მაგრამ სოფლის რწმუნებული მიმართავს და სთხოვს, რომ არ იყოს დიდი სუფრა“ – განაცხადა გამყრელიძემ.

Share.