“საგარეჯოში დაღუპული ოჯახაის წევრები მერიისგან დახმარებას მიიღებენ..” – ნახეთ ინფორმაცია ახლახანს გავრცელდა

0

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია, 20 იანვრის ღამეს გარდაცვლილების და დაჭრილების ოჯახებს თანხით დაეხმარება.
ინფორმაცია ,,პრაიმტაიმს“, საგარეჯოს მერიაში დაუდასტურეს.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
,,გადაწყვეტილია, რომ 20 იანვრის ღამეს მოკლული ახალგაზრდების ოჯახებს, ფულადი თანხით დავეხმარებით. ასევე, საჭიროების მიხედვით, მერია

დაეხმარება დაჭრილებსაც. კონკრეტულ თანხებზე, ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა ქეთი გრატიაშვილმა.
20 იანვრის ღამეს საგარეჯოში, მოკლულია 5 და დაჭრილია 5 პირი.
დაჭრილებს შორის, ერთ-ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა, ექიმებმა მისი მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესება და დასტაბილურება შეძლეს.
რაც შეხება გარდაცვლილებს, ექსპერტიზის ბიუროდან, ხუთივე უკვე საკუთარ საცხოვრებელ სახლებშია გადასვენებული.
წყარო:ambavi.club

Share.