“როგორ გაბედეს ჩამოსულებმა ეს, შეწუხდა ქალაქის ელიტა..” – ნახეთ თამარ ივერის მოულოდნელმა განცხადება, რომელიც ბევრს მოხვდა გულზე

0

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი თბილისში გამართულ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
”კაქი ლაა…შეწუხდა ქალაქის “ელიტა” ორი დღე “რიონელების” მიერ გადაკეტილი გზით.ვაიმე,როგორ გაბედეს და “ძისკომфორტი”შეუქმნეს ვიღაც ჩამოსულებმა ქალაქში მათ უფრო მნიშვნელოვან თემებზე მანქანით ბოდიალში.თურმე ნარკო-ბუდე კლუბ “ბასიანის”სთვის,სარალიძის და მაჩალიკაშვილის დაღუპული შვილებისთვის,ნიკა

მელიას გათავისუფლებისათვის და ა.შ მრავალკვირიანი და მრავალთვიანი აქცია- გზის გადაკეტვები მოსულა და საქართველოს მიწის დაკარგვის,ბოროტად გამოყენების თუ ნახევარი საქართველოს დატბორვის აქციების გამო…როგორ გაბედეს მათი “ინწიმის” და მყუდროების დარღვევა.

წავიკითხე ამაზრზენი სტატუსები…”ბიჭო(ვარლამ) ,დედაქალაქს შეეშვი რაა!!…ხელებს თბილისში ნუ აფათურებ ბიჭოო!!…აქ რა გესაქმება ძმაო,წადი რა,სადაც სადაო ადგილია იქ იდექი!!…აქ ძილს ნუ გვიფრთხობ.!!საერთოდ…რა ფულით ფინანსდები ძმაო გასარკვევია!! “და ა.შ

შენ თემა მითხარი თუ რას ხმარდება ეს ფული თორემ მამა გიცხონდათ,ზემოდ აღნიშნული აქციები ხომ ბებიათქვენის მუთაქებიდან იყო დაფინანსებული და “ჰუმანიტარული შემოწირულობები”არ მიგიღიათ თქვენმა მზემ!! და საერთოდაც,ყოველი მეორე ეკლესია სადაც სანთელს ანთებთ…

ბიზნესმენების და ხშირად კანონიერი ქურდების “ბინძური”, გათეთრებული და მათი ცოდვების მოსანანიებელი ფულით რომ არის აშენებული ვითომ არ იცით სირაქლემის პოზაში მყოფნო.
ფუი,ამ ადამიანებს, ამ ბალასტს შესწირეს თავი ტატუნაშვილებმა, ანწუხელიძეებმა,ოთხოზორიებმა და მისთანებმა რომ ამათი დასაყენებელი გახდეს “ამინდი”საქართველოში??

კი ბატონო,წავიდნენ უკვე ისევ მათ ხეობაში.დაწყნარდით.გზა გაიხსნა…თქვენს პიპიასაც დისკომფორტი აღარ შეექმნება.მთავარია…ბინის წინ სადარბაზოები ხომ კარგად გაქვთ მოხვეტილი? ვილების ეზოებში ვარდები,ხეები და სხვა მწვანე კულტურები ხომ გაქვთ კარგად მორწყულ-გაპარსული?აუზები ამოწმენდილი?და იქ…სადღაც ნამოხვანში და საქართველოს სხვა ადგილებში ვის რა სტკივა,სად რა დაიყიდება,დაიტბორება, ჩამოინგრევა.. …სულ სარეცხის თოკზე არ გკიდიათ?მთავარია…გზა არ გადაიკეთოს და ვიღაც “ჩამოსულმა” და “სოფლისა და რუსეთ-თურქეთის შერეულ სუნიანმა” ბიჭმა და მისმა ამალამ სიმშვიდე არ დაგირღვიოთ👎

პ.ს. და აი ასეთ ხალხს დღემდე ,სასწაულებრივად,ქვეყნის ეს 80%იც კი როგორ აქვს შერჩენილი საკითხავი და საკვირველი სწორედ ესაა და არა ის “ახეული” 20%!!! ” – წერს თამარ ივერი.

Share.