“როგორია გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომელმაც ცოტახნის წინ თავის მოკვლა სცადა..” – ნახეთ რა დაემართა გიორგი კეკელიძეს

0

პეტრე კოლხი გიორგი კეკელიძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მისი გავრცელებული სტატუსი სიმართლეს შეესაბამება და მას გადაწყვეტილი ჰქონდა თვითმკვლელობა, 30 აბი დიაზეპამიმიუღია და მწერალი ახლა მცხეთის კლინიკაშია გადაყვანილი.“მცხეთის კლინიკაშია გადაყვანილი, მდგომარეობა მძიმეა და უნდა გადარჩეს… ვილოცოთ!.. ფაქტი ნამდვილია, მას გადაწყვეტილი ჰქონდა თვითმკვლელობა… გადაარჩინეს, სასწრაფოს გადაჰყავს და ახლა ვილოცოთ, რომ კარგად იყოს…

მეტჯერ აღარ გაიმეოროს და იმედია დააფასებს სიცოცხლეს!.. 30 დიაზეპამი მიუღია” – წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ რომ დაახლოებით 1 საათის წინ გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.
”მწერალმა გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში მძიმე სტატუსი გამოაქვეყნა… კომენტარებში ხალხი შოკირებულია მისი ამ სუიციდური განცხადებით. კეკელიძის თქმით წელიწადია უკვე მძიმე დეპრესია ტანჯავს და მის სიკვდილში ბრალი არავის მიუძღვის. ბოდიშს უხდის ტაკოს, ზაალს, ბესოს და დედას ამ ყველაფრისთვის…

წელიწადია, მძიმე დეპრესია მტანჯავს. ვერავინ ამოიცნო რეალური მიზეზი.
ამის აღწერა და გადმოცემა მიჭირს. არც არის საჭირო. ახლო მეგობრებმა იციან და საკმარისია. მთელი ცხოვრება მხოლოდ რაღაც კარგი მინდოდა გამეკეთებინა. რაც შევძელი – შევძელი. ასე დაძალებით ცხოვრება კი უკვე აღარ გამოდის.ვცდილობდი, მაგრამ ვეღარ. სხვებს ვუხსნიდი ხელახალ დაბადებაზე, ხოლო საკუთარ თავთან ბრძოლა ჩემი მარცხით დამთავრდა. ამიტომაც ვემშვიდობები ამ წუთისოფელს. ასე პროზაულად და შეიძლება, უგემოვნოდაც. საჯაროდ ამ ამბავს იმიტომ ვყვები, რომ ცხადად იცოდეთ – ჩემს სიკვდილში ბრალი არავის მიუძღვის. მხოლოდ მე და ჩემს ობსესია-წარმოსახვებს. სამყარო ხომ ჩვენი წარმოდგენაა მასზე. მადლობა იმ დაუმსახურებელი სიყვარულისთვის, რასაც თქვენგან ვგრძნობდი. მადლობა მეგობრებს, რომლებიც მაძალებდნენ ცხოვრებაში დაბრუნებას/მეც ვცდილობდი მემუშავა და საქმე არ დაზარალებულიყო.
ბოდიში თაკო, ზაალ, ბესო და დედა.
მარად თქვენი
გიორგი კეკელიძე” – დაწერა სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძემ

Share.