რა ხდება საქართველოში? ძალინ მძიმეა ეს, ახლა რასაც წაიკითხავთ, “რთველში ვართ და დაკრძალვა გადადეთო” – ჩემი გულის ფეთქვა ყურებში მესმოდა, როცა

0

გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის, ელენე ბაშარულის ოჯახის ახლობელი, რუსკა მჭედლიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ძალინ მძიმეა ეს, ახლა რასაც წაიკითხავთ
ჩემი გულის ფეთქვა ყურებში მესმოდა, როცა მთელი დღე ელენეთვის სარიტუალო წესების მოსაგვარებლად დილიდან ქალაქში დავრბოდით
Mariam Basharuli-ს მეგობრები.
მე და ანიმ ლამაზი სასახლე შევურჩიეთ, ბექა და ნიკა მესაფლავეებთან წავიდნენ.
სასაფლაოს მოწყობას რუსთავის თვითმმართველობის დაქვემდებარებაში მყოფი შპს”გემა” ახორციელებს, ნ ა ძ ი რ ლ ე ბ მ ა იქიდან უარით გამოისტუმრეს, ჩვენ საფლავს ვერ გავთხრითო, გაცეცხლებული მივედით მეორედ და უ უ უ სულგულო თანამშრომლებს ვეკითხები:

– რას ნიშნას საფლავს ვერ გათხრით, საფლავის მოწყობა თქვენი ვალდებულებაათქო და პასუხი?

– “აქამდე სად იყავით, ეს დღეები, ცოტა ადრე მოსულიყავითო, 4 მესაფლავე გვყავს და არ გვყოფნის ყველას რომ მოვემსახუროთ, ბევრს უარით ვისტუმრებთ და თქვენც მათ შორის”ო (ელენეს ტრაგედია წინა დღეს მოხდა, მეორე დღეს მივაკითხეთ, მესამე დღეს დასაფლავება იყო)

– არ ვიცოდით ერთი კვირით ადრე, საფლავი რომ გვექნებოდა გასათხრელითქო და ესე სასტიკად რომ არ გაისტუმროთ გამწარებული ადამიანები, ხელშეკრულებით რატომ არ აგყავთ თანამშრომლები, ეს მომსახურება ხომ თქვენი ვალდებულებაა, თვითმმართველობის დადგენილი წესის თანახმადთქო, კი ასეაო, მაგრამ თქვენ თვითონ გათხარეთო…

– ვინ არის თქვენი ხელმძღვანელი, დამაკავშირეთთქო, დავურეკავ და აბა რას იტყვისო…

დარეკა, დარეკა და პასუხი იცით რა გვითხრა?

– “იქნებ გადადოთ დაკრძალვა პარასკევს?”

კანკალით წამოვედით…

ნაძირალა დირექტორმა მამუკა თევდორაშვილმა გამოგვიცხადა რომ საფლავს ვერ გათხრიდნენ მისი თანამშრომლები, იმიტომ რომ გათავისუფლებული ყავდა, რთველში იყვნენ და იქნებ გადაგვედო დაკრძალვა ერთი დღით…

არააადამიანებო

გ რ ც ხ ვ ე ნ ო დ ე თ

რა დავწერო აბა მეტი”

Share.