“რამაზ მეგობარო არ გიცნობ,ცაში პირადი ანგელოზები გყავს შენი საყვარელი მეუღლისა და შვილების სახით..” – ნახეთ ნოე სულაბერიძის ემოციური მიმართვა

0

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში პროდიუსერი და ტელესახე ნოე სულაბერიძე ეხმაურება:
„გაუგონარი უბედურებაა, უსამართლო, არაფერში რომ არ წერია…
რამაზ, მეგობარო არ გიცნობ, მაგრამ ტვინს შენი მდგომარეობის გარდა სხვა რამეზე ფიქრი არ შეუძლია… ცაში პირადი ანგელოზები გყავს დღეიდან შენი საყვარელი მეუღლის და შვილების სახით… ამიერიდან მათთვის უნდა გააგრძელო ცხოვრება და ბევრი წლის შემდეგ ისევ ნახავთ ერთმანეთს“, – წერს ნოე სულაბერიძე.

შე­გახ­სე­ნებთ, ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზო გუ­შინ ჩა­მო­ინ­გრა. ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად 9 პირი გარ­და­იც­ვა­ლა,
აქე­დან 4 ერთი ოჯა­ხის წევ­რია. რაც შე­ე­ხე­ბა 36 წლის მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც მაშ­ვე­ლებ­მა კორ­პუ­სის ნან­გრე­ვე­ბი­დან გუ­შინ ამო­იყ­ვა­ნეს, ის კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

Share.