ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში პროდიუსერი და ტელესახე ნოე სულაბერიძე ეხმაურება:
„გაუგონარი უბედურებაა, უსამართლო, არაფერში რომ არ წერია…
რამაზ, მეგობარო არ გიცნობ, მაგრამ ტვინს შენი მდგომარეობის გარდა სხვა რამეზე ფიქრი არ შეუძლია… ცაში პირადი ანგელოზები გყავს დღეიდან შენი საყვარელი მეუღლის და შვილების სახით… ამიერიდან მათთვის უნდა გააგრძელო ცხოვრება და ბევრი წლის შემდეგ ისევ ნახავთ ერთმანეთს“, – წერს ნოე სულაბერიძე.
შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად 9 პირი გარდაიცვალა,
აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ ამოიყვანეს, ის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.