“პატრული დამახვედრეს შვილთან რომ მივედი,ამ ყველაფერმა კი ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობა შეიწირა..” – ნახეთ დათო არჩვაძემ ცხოვრების უდიდესი ტკივილი გაამხილა

0

მომ­ღე­რალ დათო არჩვა­ძი­სა და სოფო კუ­ჭა­ვას ოჯა­ხი წლე­ბის წინ და­ინ­გრა. მომ­ღე­რა­ლი მე­ო­რედ ეთუ­ნა ფა­რე­ხე­ლაშ­ვილ­ზე და­ქორ­წინ­და. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მას შვი­ლი, თა­მარ არჩვა­ძე ჰყავს და ამ­ბობს, რომ მისი ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს. მომ­ღე­რალ­მა ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მა­ში “ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტი” შვილ­ზე და იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვას მოჰ­ყვა.
დათო არჩვა­ძე:

“ამ ია­რას ვე­რა­ვინ მო­ა­შუ­შებს იმი­ტომ, რომ ჩემი და ჩემი შვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ე­წი­რა. რო­დე­საც და­ვო­ჯახ­დით, მე ვი­ყა­ვი 27 წლის, სოფო -23-ის. ოჯა­ხე­ბი ინ­გრე­ვა, შორ­დე­ბი­ან წყვი­ლე­ბი, სხვა­თა­შო­რის, ძა­ლი­ან ცუდი მი­ზე­ზე­ბით, რაც ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სულ სხვა­ნა­ი­რა­დაა. მე და ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს ხმა­მა­ღა­ლი სი­ტყვაც არ გვით­ქვამს ერ­თმა­ნე­თის­თვის.

ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სირ­თუ­ლე წყვი­ლის მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია, ორ ადა­მი­ანს შო­რის უნდა გა­ირ­ჩეს, მოგ­ვარ­დეს, თუნ­დაც ხმა­მაღ­ლა, თუნ­დაც წყნა­რად, მშვი­დად. სა­ერ­თოდ, რო­დე­საც ოჯა­ხი იქ­მნე­ბა, ერთ სის­ხლ და ხორც არი­ან, ხო, მე­უღ­ლე­ე­ბი?! და არა­ვინ არ უნდა ჩა­ე­რი­ოს, არას­დროს. ჩა­რე­ვა მოხ­და ყვე­ლას­გან, ყო­ველ­თვის.

მარ­ტო მშობ­ლე­ბი არ ჩა­რე­უ­ლან – ყვე­ლა ჩა­ე­რია, ყო­ველ ჯერ­ზე ყვე­ლა ჩა­ე­რია.

პირ­ვე­ლი ორი წელი, ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ორი წლის თავ­ზე, იცი რო­გო­რი წერ­ტი­ლი დავ­სვი? რომ ვნა­ხე, რომ არა­ფე­რი არ გა­მოს­წორ­დე­ბო­და… სხვა­თა­შო­რის, ერ­თმა ძა­ლი­ან დიდ­მა ბერ­მა მი­მა­ნიშ­ნა, ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ით მაჩ­ვე­ნა, რომ გა­ეშ­ვიო მაგ თე­მა­სო, იმი­ტომ რომ ღმერ­თიც კი ვერ ჩა­ე­რე­ვაო.

ჩემ­მა მე­უღ­ლემ, ეთომ, რო­გორც ქალ­მა სხვა კუ­თხით და­მა­ნა­ხა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ძა­ლი­ან ვუ­მად­ლი მას. ეთომ და­უ­რე­კა სო­ფოს და უმორ­ჩი­ლე­სად სთხო­ვა, უნ­დო­და ჩემი შვი­ლის გაც­ნო­ბა, ჩა­ხუ­ტე­ბა, მაგ­რამ აბ­სურ­დუ­ლი უარი მი­ი­ღო. სა­ნამ დიდი ქალი არ გახ­დე­ბა, არ უნდა გა­ი­გოს შენი ცოლ-შვი­ლის არ­სე­ბო­ბაო.

დათო არჩვა­ძე მე­უღ­ლეს­თან, ეთო ფა­რე­ხე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად
სა­სა­მარ­თლო­თი მე­კუთ­ვნის ბავ­შვის წა­მოყ­ვა­ნა, ერთი ღა­მით დარ­ჩე­ნა, ანუ გარ­კვე­უ­ლი სა­ა­თე­ბია იქ, მაგ­რამ ბავ­შვის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში და­ა­ფიქ­სი­რეს ის, რომ ბავ­შვი მა­მას არ უნდა გაჰ­ყვეს. პატ­რუ­ლიც კი დამ­ხვედ­რია იქ მი­სულს. სამ­წუ­ხა­როდ, ფარ-ხმა­ლი დავ­ყა­რე, დრო­ე­ბით. დიდი გო­გოა უკვე, 13 წლის.
მეც უკვე დიდი კომ­პლექ­სი გა­მიჩ­ნდა – უც­ბად გა­მოჩ­ნდე ბავ­შვთან და…” – ამ­ბობს დათო არჩვა­ძე.

მომ­ღე­რა­ლი იხ­სე­ნებს იმ მო­მენტს, რო­დე­საც შვილს შემ­თხვე­ვით შეხ­ვდა:

“სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლიფ­ტის კა­რე­ბი გა­ი­ღო და ვხე­დავ ჩემს შვილს. ეს იყო შოკი. მი­ვე­დი, შუბ­ლზე ვა­კო­ცე. ისე­თი მო­მენ­ტი იყო…ჩემი მე­უღ­ლე მახ­ლდა, უცებ ვერც მიხ­ვდა რა მოხ­და და რომ გა­მო­ვე­დით, ვუ­თხა­რი… ვა­ი­მეო, გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი­თო, წა­მო­გეყ­ვა­ნაო, ცოტა ხანი მო­ფე­რე­ბო­დიო, მაგ­რამ მე იმ­დე­ნად დიდი შოკი მი­ვი­ღე, ოთხი წლის უნა­ხავ შვილს რომ შეხ­ვდე­ბი, უკვე რომ ვერც იც­ნობ კარ­გად და თვა­ლე­ბით რომ ამო­იც­ნობ… მი­ვე­დი, მოვ­კი­დე ხელი, შუბ­ლზე ვა­კო­ცე და მა­მი­კო, მიყ­ვარ­ხარ-მეთ­ქი და მეცო და ის “მეც“ იყო ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ცხოვ­რე­ბა­ში.

ისე გან­ვი­ცა­დე, რომ ორ დღე­ში დავ­ლიე და მცხე­თი­დან წა­მო­ვე­დი და ისეთ ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვი, რომ ლა­მის შე­ვე­წი­რე, თუნ­დაც ის ერთი პა­ტა­რა შეხ­ვედ­რა იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რად გან­ვი­ცა­დე. თით­ქოს, დრო­ე­ბით გო­ნე­ბი­დან წაშ­ლი­ლი ეს სტრე­სე­ბი და რა­ღა­ცე­ბი ყვე­ლა­ფე­რი ამო­ტივ­ტივ­და.

ერ­თა­დერ­თი შან­სი დამ­რჩა რომ და­ვე­ლო­დო მაგ ფაქტს (როცა თა­მა­რი სრულ­წლო­ვა­ნი გახ­დე­ბა), მე კი არ ვი­თხოვ, რომ მო­ვი­დეს, პი­რი­ქით, შენ უნდა მიხ­ვი­დე.

სხვა­თა შო­რის, ბევ­რმა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ვერ გა­ი­გო, იყო რა­ღაც პე­რი­ო­დე­ბი რომ მსაყ­ვე­დუ­რობ­დნენ – “რას ქვია ბიჭო, დავ­ცხრი­ლავ ყვე­ლას და გავ­წევ და გა­მოვ­წევ, მივ­ვარ­დე­ბი და გა­მოვ­გლი­ჯავ..”.კი, იყო ის პე­რი­ო­დე­ბიც, რომ ძა­ლი­ან დიდი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე მომ­ყავ­და ბავ­შვი, მაგ­რამ ეს არ არის გა­მო­სა­ვა­ლი, მე მაგ დროს ბავ­შვის ფსი­ქი­კას ვუფრ­თხილ­დე­ბი”, – ამ­ბობს არჩვა­ძე.
წყარო: ambavi.club

Share.