“პატარა ბავშვს გლოვოს კურიერი დაეჯახა,მერამდენი უბედური შემთხვევა უნდა მოხდეს, რომ..” – ნახეთ განო მელითაურის ემოციური პოსტი

0

განო მელითაური ბაგებში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შეესწრო.
მომხდარის შემდეგ განო მელითაური თბილისის მერიას მიმართავს და დროულ რეაგირებას სთხოვს.
„დააყენეთ ბაგების დასაწყისში, 7 ნომერთან მწოლიარე ლიანდაგი, შუქნიშანი, რამე იღონეთ!!!!!!!!!
ერთ ციდა ბავშვს თხლიშა გლოვოს კურიერმა!!!!!!!!!!! დალეწილი წაიყვანა სასწრაფომ!
ეს საწყალი ბიჭი ცალკე შოკურ მდგომარეობაშია, დაიმტვრა თვითონაც🥺
მ ე რ ა მ დ ე ნ ე უბედური შემთხვევა უნდა მოხდეს!

4 შვილი მყავს და ფაქტიურად ტროტუარი არაა, მანქანიდან ძლივს გადმოვდივარ , აივნის ქვეშ ცალკე ევროპროდუქტი აგვიხსნეს და საერთო პარკინგი მიითვისეს🤦

წარმოდგენაც არ მინდა რა დღეშია დედამისი.

იმედია დროულად მოახდენთ რეაგირებას და ამით ბევრის სიცოცხლეს იხსნით!🙏🙏🙏🙏 მგონი შეტანილი არის ჩვენი კორპუსის სახელზე (არქიბაგები)🥺🥺🥺🥺

საშინელი მონაკვეთია. გიჟებივით დაქრიან მანქანები!
მეც ზუსტად აქ მთხლიშა მანქანამ 4წლის წინ!
ღმერთო, ყ ვ ე ლა. ბავშვი დედამიწაზე ამყოფე ჯანმრთელი და უსაფრთხოდ დაუბრუნე ოჯახს“…… წერს განო მელითაური სოციალურ ქსელში.

Share.