“ორი კვირაა სენაკში გარდაცვლილ ქალს ოჯახის წევრები არ ასაფლავებენ..” – ნახეთ სინამდვილეში რატომ მოიქცა ოჯახი ასე

0

სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალსოფელში ოჯახი მიცვალებულს მეცამეტე დღეა არ ასაფლავებს და პერმანენტულ აქციებს აანონსებს. გარდაცვლილი ქალის, ინეზა გოგიას ოჯახი აბაშის საავადმყოფოს ექიმებს, არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს.ქალი სამი დღის მანძილზე, აბაშის საავადმყოფოში მკურნალობდა კოვიდინფექციის დიაგნოზით, მას იქ მედიკამენტი გაუკეთეს, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ისინი სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ:

„მე-13 დღეა, რაც მიცვალებული სახლში ასვენია.

1. ძალით მოკლეს ადამიანი.

2. კეთილო ხალხო, თქვენთვის ერთი თითის დაჭრა ისეთი არაფერია და ჩვენთვის ყველაფერია.

3. არ დაიზაროთ გადადით ბმულზე, მოიწონეთ სურათი (პოსტი).

4. თქვენს (ხალხის) აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ანუ ოჯახის წევრებისთვის. Მე წინასწარ მადლობას გიხდით.

5. კიდევ ერთხელ გთხოვთ უყურადღებოდ არ დავტოვოთ.

6. მეგობრებო აი ეს ადამიანი – ინეზა გოგია -ალანია. რამდენიმე დღის წინ მქონდა პოსტი ამ ტრაგედიის შესახებ!

7. ეს ფოტო საცხა 2 (ორი) თვის წინ გადაღებულია და აშკარად ჩანს, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე ადამიანი! 100 % ჩანს, რომ არანაირი ავადმყოფობა არ ემუქრება ახლო მომავალში!”, – წერს ოჯახის ახლობელი აკაკი მამულია.

სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, მათ გარდაცვლილი ქალის ოჯახთან კომუნიკაცია უჭირთ
წყარო:ambavi.club

Share.