“ნაგავში რომ არ დამტოვა ამის გამო ვაპატიებ,ვკითხავ რა მოხდა,ვერ ვიგებ რეალობაა თუ..” – ნახეთ 37-წლიანი ძიების შემდეგ ნაპოვნი ოჯახი

0

37-წლიანი ძიების მერე კახეთიდან გაშვილებული 3 და-ძმა ბიოლოგიურ ოჯახს დაუკავშირდა. გადაცემაში „ვეძებ“ გაშვილებულმა ქალმა – სოფო გოგნიაშვილმა აღნიშნა, რომ მშობლებმა წყნეთის ბავშვთა თავშესაფარში ჩააბარეს.„წყნეთის ბავშვთა სახლში მე ჩემი ძმა და და ჩაგვაბარეს. მოვიდნენ ასათიანების ოჯახი და განაცხადეს, რომ ჩემი ძმის – დათოს აყვანა უნდოდათ. რაზედაც ბავშვთა სახლის დირექტორმა უთხრა, რომ სამივე უნდა ავეყვანეთ წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეთანხმდებოდნენ.

მართლაც სამივე წაგვიყვანეს. თავიდან ნორმალურად გვექცეოდნენ მერე ძალადობდნენ.

მე ასე ვიცი, რომ ბიოლოგიური ოჯახი თიანეთიდან იყო. ჩემ დას თავზე დამწვრობა აქვს, მაგრამ არ ახსოვს საიდან და რატომ.

უკვე ვეღარ ვარჩევ რეალობას და წარმოსახვას, არ ვიცი დედა მართლა ჩამეხუტა თუ ჩემი მოგონილია.

გოგნიაშვილი იყო გვარად – არ მითხრეს ეს დედის გვარი იყო თუ მამის. მეორე გვარიც მითხრეს – წიწაკაშვილი.

შეიძლება, რომ გავიგო მშობლების ვინაობა არაფერი შეიცვალოს, ვერ გეტყვი. უბრალოდ მაინტერესებს ვინ არიან და რატომ მოხდა ასე. რომ გითხრათ ჩავეხუტები და ვიტირებ-თქო არა.

იმის გამო ვაპატიებ რომ ნაგავში არ დამტოვა, უბრალოდ მაინტერესებს რა მოხდა და ვინ ვარ“, – ამბობს სოფო გოგნიაშვილი.

გადაცემის წამყვანმა – თამუნა მუსერიძემ კი შეძლო ყველა დეტალის გარკვევა და სოფოს ძმასთან შეხვედრა.

„შენი ოჯახი თიანეთიდან კი არა კახეთიდან არის. ეს შენი დის ტრავმის გამო გავედით კვალზე და დაგვიკავშირდნენ კახელები. სოფელ ხაშმიდან ხართ. დედა ამჟამად სოფელ – უდაბნოში ცხოვრობს და ის – რიტა გოგნიაშვილია.

დედის გვარი გაქვთ. კიდევ გყავთ უმცროსი ძმა. ახლა ის დედასთან ცხოვრობს და მასაც დედის გვარი აქვს“, – ამბობს მუსერიძე.

Share.