“მცირეწლოვანი შვილი დარჩა, ასეთ სიკვდილს არავინ იმსახურებს..” – ნახეთ ვინ არის 27 წლის გოგონა, რომელიც საკუთარ სახლში ტრაგიკულად დაიღუპა

0

თბილისში, თემქის დასახლებაში ბუნებრივი აირით გარდაცვლილი 27 წლის გოგო სალომე მარტაშვილია.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, თემქის დასახლებაში მოხდა. ბუნებრივი აირის გაჟონვის დროს, სალომე მარტაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, მამაკაცისთვის დახმარების გაწევა შეძლო, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.

მარტაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში დღეს გადაასვენეს.

სალომე მარტაშვილს 3 წლის შვილი დარჩა, რომელიც შემთხვევის დროს, ბებიასთან იმყოფებოდა.

იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები ბინაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, გამოძიება დაადგენს.
წყარი: daqali.club

Share.