“მონატრებული საქართველოს მიწა შენ გულზე დაყრილი მსუბუქი იყოს..” – ნახეთ ქართველი ემიგრანტი მოულოდნელად დაიღუპა

0

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა, სამწუხარო ინფორმაციას „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში, მოიხსენიეთ ახლადშესვენებული ალეკო ფოჩიანი. კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე… ღმერთმა ნათელში გამყოფოს ალე, იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ….

ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა.უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია…“ – წერს შოთო სიხარულიძე.
წყარო:siaxle.club

Share.