მინდოდა მასთან ურთიერთობის ყოველი წამი მეგრძნო – 2 წლის ანიტას დედა, ემოციურ პოსტს აქვეყნებს

0

2 წლის ანიტა ფაცაციას დედა, მარიკო სადრაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“რაც ანიტა გავაჩინე, ჩვენ სულ ერთად ვართ. მე ანიტას გარეშე, ან ანიტა ჩემს გარეშე იშვიათი გამონაკლისი იყო, რის გამოც დედას აქსესუარს ვეძახდი. ყველგან თან დამყავდა. ჯანმრთელი ბავშვი იყო და იშვიათად მანერვიულებდა თავისი ავადმყოფობით. მინდოდა მასთან ურთიერთობის ყოველი წამი მეგრძნო. ყოველი ახალი სიტყვის სწავლას, ახალი საჭმლის გასინჯვას, ფეხის ადგმას, ყველაფერს უნდა დავსწრებოდი.
ახლა კი ერთიანად თავს დაგვატყდა ამდენი რამ და ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ანიტა ასე ახლოსაა, მაგრამ ჩემთან არ არის. უსამართლობაა ჩვენი დაშორება. ვერ ვუძლებ იმ ფაქტს, რომ იქ მარტოა, უჩემოდ. დღეში მხოლოდ ერთი საათი მაქვს ნახვის კანონიერი უფლება. დანარჩენი დრო მიწევს დაცვის ბიჭებთან ხვეწნა, ხან 200 კილოიანი დაცვის გატანა და ისე შესვლა, ხან ვდარაჯობ და როგორც კი გავა რომელიმე მათგანი ჩუმად ვიპარები.

აუტანელია ის საათები, რომლებსაც მის გარეშე ვატარებ და მასთან ყოფნაც რთულია, რადგან ძალიან დასევდიანებული მხვდება ჩემი გოგო. ალბათ ვერ გაუგია, რატომ დატოვა დედამ ამდენ ექიმთან მარტო და სად წავიდა თვითონ. 2.5 წლისაა, მაგრამ ვიცი ბევრ რამეს აცნობიერებს და იქნებ ნაწყენიცაა ჩემზე, ამიტომ ხშირად არ მეკონტაქტება. ლაპარაკი ისედაც არ შეუძლია ინტუბაციის მილის გამო.

რამდენი რამე გადავიტანეთ, მაგრამ ასეთი რთული არაფერი ყოფილა, რადგან მაშინ ერთად ვიყავით. ახლა კი ვკარგავთ დღეებს, რომლებიც ერთად უნდა გაგვეტარებინა.

Share.