“მილოცია, გული ჩერდება და ღმერთო ოღონდ ამ წუთში გადამირიჩინე..” – ნახეთ ლევან რატიანის სულისშემძვრელი განცხადება

0

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, კორონავრიუსთან მებრძოლი ექიმი ლევან რატიანი საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომელთან გამკლავებაც მისი პროფესიის ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ. როგორც რატიანი აღნიშნავს, ღვთის გარეშე ნებისმიერი სიცოცხლის გადარჩენა წარმოუდგენელია.
„ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა გგონია, რომ აზრი არ აქვს, მაგრამ ხშირად ყოფილა, ასევე, მომენტი გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარების შემდეგ გულის მუშაობა აღმდგარა. ხშირად ყოფილა მომენტი, რომ გვიფიქრია, ამას წინად გვყავდა 101 წლის ქალბატონი, როცა

გვიფიქრია რატომ გადავიყვანეთ აპარატზე, ეს ხომ ჩემი ბრალია. მან ცხოვრება დაასრულა ფიზიოლოგიური მაგრამ დამდგარა მომენტი, რომ ეს ქალბატონი გაგვიწერია.

ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც ორჯერ ორი ოთხი არ არის, განსაკუთრებით რეანიმაციაში, რადგან ყველა სიცოცხლესთან ვიბრძვით ბოლომდე.

როდესაც დგება პაციენტთან მომენტი, გული ჩერდება, მილოცია, რომ ღმერთო, ოღონდ ამ წუთში გადამირჩინე… და ასეც მომხდარა, რადგან არის ძალა, რომელსაც ქვია ღმერთი, რომლის საშუალებითაც აკეთებ ამ ყველაფერს.

რომ არა ეს ძალა, ვერ იქნება ვერანაირი მიღწეული შედეგი ვერც ექიმისთვის და პაციენტისთვის და ეს ხშირად მიგვრძნია, რომ ჩემს უკან ვიღაც დგას და ეს არის ღმერთი“, – თქვა ლევან რატიანმა „პულსი-TV“-სთან მიცემულ ინტერვიუში.წყარო:geoambebi.com

Share.