“მე-8 კლასელმა გოგონამ ახალხანს იმშობიარა..” – ნახეთ ცნობილია ამბის დეტალები

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა.
ინფორმაციას ადგილობრივი რადიო „მარნეული“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც არასრულწლოვანმა იმშობიარა.

14 წლის გოგოს მშობიარობის შესახებ ინფორმაცია აქტივისტმა თოზუ გულმამედლიმ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა.

„ადგილობრივების თქმით, ბოლნისის რაიონი სოფელ ნახიდურში, ნაადრევი ქორწინების მსხვერპლმა მე-8 კლასის მოსწავლემ იმშობიარა.

საქმეს იძიებს შსს.

აშკარად ჩანს, რომ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი ბავშვების დასაცავად” – წერს გულმამედლი ფეისბუკზე

არასრულწლოვნის მშობიარობის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ დაუდასტურა „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ თავმჯდომარე სამირა ისმაილოვამაც.

Share.