“მე ამისთვის ვცხოვრობ,მინდა დიდხანს ვიყო სანამ ცოცხალი ვარ..” – ნახეთ ლელა წურწუმიას ემოციური განცხადება

0

ცნობილი ქართველი მომღერალი, ლელა წურწუმია, ბაიასთან ინტერვიუში საკუთარ კარიერაზე ალაპარაკდა და თქვა, რომ თუ მომღერალი ხალხთან არ იურთიერთებს, მისი წარმატება დასრულდება.
როგორც კი შენს მსმენელს დაშორდები, შენი წარმატებაც მაშინვე დასრულდება, შენ თუ მათ არ შეეხე, მათი გულის ფეთქვა არ იგრძენი, აზრი არ აქვს.
მე ამიტომ მიყვარს ხალხში შესვლა, ბევრჯერ უთქვამთ, არ გეშინია ასე ხალხში გასვლისო? არა არ მეშინია, მე მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, მიყვარს მათთან სიახლოვე, მე ამისთვის ვცხოვრობ ამისთვის ვარსებობ.არ მინდა რომ გავქრე,

მინდა დიდხანს ვიყო, სანამ ცოცხალი ვარ და მერეც მინდა რომ ყველა ადამიანში დავრჩე – ამბობს წურწუმია

Share.