“მეუღლეც გარდაცვლილია,4 შვილი ობლად დარჩა..” – ნახეთ ორი ახალგაზრდა ახლახანს ტრაგიკულად დაიღუპა

0

უკრაინაში, კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მათგან ერთი, ოლეგ ოდიშვილი ბახმუტთან მიმდინარე შეტაკებებს ემსხვერპლა.
32 წლის მამაკაცი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე წავიდა, შემდეგ უკან დაბრუნდა და ხელახლა უკრაინაში სულ ცოტა ხნის წინ გაემგზავრა. მის ოჯახს, რომელიც გორის რაიონის სოფელ ტყვიავში ცხოვრობს, ინფორმაცია უკვე აქვს.

მეორე ქართველი მალხაზ კვიჟინაძეა, რომელიც ლისიჩანსკის მიმართულებით დაიღუპა.
„ჩვენ ვიბრძვით ლისიჩანსკის მიმართულებით. ნაღმმტყორცნი დაეცა სანგარში. მალხაზი კვიჟინაძე ქუთაისიდან. შვილები დარჩა მარტო, მეუღლეც გარდაცვლილი ჰყავს 4 შვილის მამა იყო. პატრიოტი ბიჭი, ჩამოვიდა ჩვენს გვერდით იბრძოდა პირველივე დღიდან, გამოცდილი სამხედრო იყო. ომის დაწყების დღიდან ერთად შემოვედით, ერთად ვიბრძოდით. ერთი პერიოდი ზარინით იყო მოწამლული”, – თქვა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა „მთავართან“ სატელეფონო საუბარში.
წყარო:siaxle.club

Share.