მესამე წელია უკვე რაც ამ საშინელ დაავადებას ვებრძვით – რატი დურგლიშვილი

0

ამერიკაში მოგზაურობის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულმა მომღერალმა რატი დურგლიშვილი სიმღერების ჩაწერა გააგრძელა. კლიპის გადაღებასაც აპირებს, მაგრამ მის წარმატებულ სვლას და ოპტიმისტურ განწყობას ანაღვლიანებს ოჯახური მდგომარეობა – რატის მამა, ცნობილი კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი მძიმედ არის ავად.
“საერთოდ პრობლემებზე საუბარი არ მიყვარს. მესამე წელია საშინელ დაავადებას ვებრძვით. ძალიან მძიმეა, როდესაც საუბარი ჯანმრთელობას ეხება. ამ დროს არც კარიერაზე და არ სხვა რამეზე ფიქრობ. მხედველობა კინაღამ დაკარგა, დააკლდა, მაგრამ ახლა აღუდგა. რაღაც პრობლემები არის, ამ დაავადებას ასეთი რაღაცები სცოდნია. ახლა თითქოს თავს ნორმალურად გრძნობს. დინებას მივყვებით. ღვთის წყალობით, ჩვეულებრივად არის, დადის კიდეც.

როდესაც მხედველობა დააკლდა, მაშინ საქართველოში არ ვიმყოფებოდი, ჩემები არც მეუბნებოდნენ. ბოლო თვეებში მითხრეს და, რომ გავიგე, საერთოდ არაფრის თავი მქონდა. დეტალები არ ვიცი, დედაჩემი ცდილობდა, რომ მე არ შემხებოდა” – განუცხადა მომღერალმა “სარკეს”.
წყარო: ufaso.ge

Share.