“მეზობელთან ერთად გავიდა,შინ კი გარდაცვლილი მიუსვენეს ოჯახს..” – ნახეთ ახლახანს სკოლის მოსწავლე უმძიმეს ვითარებაში დაიღუპა

0

სამტრედიაში ტრაგედია დატრიალდა. უბედურ შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. მე-11 კლასის მოსწავლე, რომელიც სათევზაოდ იყო წასული, მდინარე გუბისწყალში დაიხრჩო.
რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა დაღუპული ახალგაზრდა ამოიყვანა წყლიდან.
მომხდარს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება ,,ემიგრანტების იმედი” შოთო სიხარულიძე და ბიჭის ფოტოს აქვეყნებს.
,,დღეს ტრაგედია დატრიალდა სამტრედიაში. გლოვობს ჩემი სამტრედია გივიკოს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მეოთხე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, რომელიც მეზობლებთან ერთად სათევზაოდ იყო წასული,

მდინარე გუბისწყალმა იმსხვერპლა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ და იპოვეს…
მოიხსენიეთ ახლად შესვენებული გივი. კიდევ ერთი ახალგაზრდის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე…
რა უსამართლოა ცხოვრება. ამ მძიმე დროს სიტყვები უძლურია…”, – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

Share.