“მამა მოკლა ჯერ,შემდეგ დედა და ბოლოს..” – ნახეთ ვერც წარმოიდგენთ ვინაა მკვლელი, დამნაშავემ ყველაფერი აღიარა

0

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის კახა მუ­რა­დაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვილ­მა გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე და­ნა­შა­უ­ლი დე­ტა­ლუ­რად აღი­ა­რა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მუ­რა­დაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ის მოწ­მის სა­ხით და­ი­კი­თხა.“27 აპ­რი­ლი იყო როცა და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, დღის ბოლო, გვი­ა­ნი სა­ა­თე­ბი იყო, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­მო­ცხად­და შვი­ლი. მას გა­ვე­სა­უბ­რე, დე­ტა­ლებს ამ­ბობ­და კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ. პა­ტა­კით მივ­მარ­თე ხელ­მძღვა­ნელს, რომ მის მი­მართ ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რათა ეს ინ­ფორ­მა­ცია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო.

ის უარ­ზე იყო მოწ­მის სა­ხით ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცა. გან­ხორ­ცი­ელ­და ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა, მას გა­ვე­სა­უბ­რე, დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლერბრი­ვი ქმე­დე­ბა, რაც შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­წე­რი­ლია. დე­ტა­ლუ­რად აღ­წერ­და ყვე­ლა­ფერს, რო­გორ მოკ­ლა ჯერ მამა, მერე დედა და რო­გორ ცდი­ლობ­და ალი­ბის შექ­მნას“, – გა­ნა­ცხა­და მუ­რა­დაშ­ვილ­მა.

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს კი­თხვე­ბით თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მაც მი­მარ­თა. ბე­რო­ზაშ­ვილ­მა პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ჰკი­თხა, სად შეხ­ვდა მას, ასე­ვე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მისი ყოფ­ნა იცო­და თუ არა პო­ლი­ცი­ის სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა.

ამ წუ­თებ­ში, სა­სა­მარ­თლო­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვილ­თან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ფა­რულ აუ­დიო-ვი­დეო მა­სა­ლას აჩ­ვე­ნე­ბენ, სა­დაც ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ვა­ზი­სუ­ბან­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მიმ­დი­ნა­რე წლის 27 აპ­რილს ხან­ძა­რი მოხ­და, რო­მელ­საც წინ მკვლე­ლო­ბა უძღვო­და. 30 წლის გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვილ­მა მძი­ნა­რე მშობ­ლე­ბი ჯერ მოკ­ლა, შემ­დეგ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და. ბე­რო­ზაშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბის – ზაზა ბე­რო­ზაშ­ვი­ლი­სა და ლალი თა­ვა­ძის ცხედ­რებს, რომ­ლე­ბიც ხან­ძრის შემ­დეგ იპო­ვეს, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ.
გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა ყა­ჩა­ღო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, შემ­დეგ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და და მი­ი­მა­ლა. გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით, და 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ და „ვ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა- შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა­სა და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ოჯა­ხის ორი წევ­რის მი­მართ გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრა­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლი­დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
წყარო:ambavi.club

Share.