“მამამ დაინახა შვილი როგორ გადავარდა,გული გაუსკდა და თვითონაც გადავარდა..” – ნახეთ ვინ არიან გუშინ ტრაგიკულად დაღუპული მამა-შვილი

0

ქობულეთში, სახურავის შეკეთებისას მამა-შვილი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მეზობელს სახლის სახურავის გაკეთებაში ეხმარებოდნენ. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.„საშინელი ტრაგედია დატრიალდა. სახლის სახურავიდან გადავარდნენ. მოხელეები იყვნენ, მეზობელს ეხმარებოდნენ, როგორც ვიცი. უპატიოსნესი ადამიანები, წესიერი, მშრომელი, ყველას გვერდში მდგომი და დამხმარე. გურამს სამი პატარა შვილი ყავს, მათ შორის ტყუპიარ ვიცი რა ვთქვა, აზრზე ვერ მოვდივართ. როგორც ვიცი პირველად გურამი გადავარდნილა, მამამ რომ დაინახა, გული გაუსკდა და ჩამოვარდაო, ასე ამბობენ,

ზუსტად ვერ გეტყვით რა მოხდა. ქობულეთმა ორი ვაჟკაცი და საუკეთესო ადამიანი დაკარგა“, – აცხადებს ოჯახის ახლობელი.
მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის ლოდექსის” 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.წყარო:geoambebi.com

Share.