“მამაკაცმა ერთი მეზობელი მოკლა და მისი ძმა შვილის თვალწინ დაჭრა..” – ნახეთ დიდი ტრაგედია კახეთში

0

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მკვლელობა მოხდა. გარდაიცვალა ერთი და დაჭრილია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სანადირო თოფით განხორციელდა. დაჭრილებს შორის ერთი გარდაცვლილის ძმაა.ადგილობრივების ინფორმაციით, ძმებმა მჭედლიშვილმა, მეზობლის მამაკაცი და მისი შვილი სცემეს, რის შემდეგაც, 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა, სანადირო თოფიდან სამი გასროლით მოკლა მეზობელი

კახა მჭედლიშვილი, დაჭრა მისი ძმა და შემთხვევით საკუთარი შვილიც დაჭრა.
დაჭრილები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რა გახდა მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
წყარო:daqali.club

Share.