ბათუმში კორონავირუსს დედა-შვილი – 54 წლის ნონა ემირიძე და 31 წლის კობა ჯაშოიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებაში 30 ივლისს მოათავსეს. ორივე მათგანი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.„3 საათი მანქანაში სიცხიანი იყო. როგორც კი კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა, კლინიკაში “ბი ემ სი” საკუთარი ფეხით წავიდა, იქ სამი დღე გააჩერეს, უთხრეს, კარგად ხარო და კოვიდსასტუმროში გაწერეს, სადაც 2 დღეში კიდევ უფრო უარესად გახდა.
30 ივლისს შევიდა ჩემი მეუღლე კლინკა “ბაოში” და გუშინ, მისი ფეხით შესული კაცი ფიცრით გამოგვისვენეს. არ ვიცი იქ რა მოხდა, რატომ ვერ უმკურნალეს, რატომ ვერ გადაარჩინეს. ეს მოხდა მათი პროტოკოლის გამო. სამი კვირის განმავლობაში სიცხისგან იწვებოდა, არ ვიცი, იქ ანტიბიოტიკებს უკეთებდნენ თუ – არა”, – აცხადებს კობა ჯაშოიანის მეუღლე.
„არ ვიცი, რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის, არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ცოლ-შვილი დამიღუპეს”- უთხრა “ტვ პირველს” 54 წლის ნონა ემირიძის ქმარმა.
მათივე თქმით, ექიმების არასწორ მკურნალობაზე გარდაცვლილი დედა-შვილი ოჯახის წევრებს ესაუბრებოდნან, არსებობს sms მიმოწერები.
ვიდეო: