“კლინიკაში საკუთარი ფეხით მისული, ფიცრით გამოგვიყვანეს..” – ნახეთ რას ჰყვებიან ტრაგიკულად გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახის წევრები? ახალი დეტალები

0

ბა­თუმ­ში კო­რო­ნა­ვირუსს დედა-შვი­ლი – 54 წლის ნონა ემი­რი­ძე და 31 წლის კობა ჯა­შო­ი­ა­ნი ემსხვერ­პლა. არსებული ინფორმაციით, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დედა-შვი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 30 ივ­ლისს მო­ა­თავ­სეს. ორი­ვე მათ­გა­ნი მკურ­ნა­ლო­ბას რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დი­ო­და.„3 სა­ა­თი მან­ქა­ნა­ში სი­ცხი­ა­ნი იყო. რო­გორც კი კო­რო­ნა­ვირუ­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­უ­დას­ტურ­და, კლი­ნი­კა­ში “ბი ემ სი” სა­კუ­თა­რი ფე­ხით წა­ვი­და, იქ სამი დღე გა­ა­ჩე­რეს, უთხრეს, კარ­გად ხარო და კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში გა­წე­რეს, სა­დაც 2 დღე­ში კი­დევ უფრო უა­რე­სად გახ­და.

30 ივ­ლისს შე­ვი­და ჩემი მეუღლე კლინ­კა “ბა­ო­ში” და გუ­შინ, მისი ფე­ხით შე­სუ­ლი კაცი ფიც­რით გა­მოგ­ვის­ვე­ნეს. არ ვიცი იქ რა მოხ­და, რა­ტომ ვერ უმ­კურ­ნა­ლეს, რა­ტომ ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. ეს მოხ­და მათი პრო­ტო­კო­ლის გამო. სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ცხის­გან იწ­ვე­ბო­და, არ ვიცი, იქ ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს უკე­თებ­დნენ თუ – არა”, – აცხა­დებს კობა ჯა­შო­ი­ა­ნის მე­უღ­ლე.

„არ ვიცი, რა ვთქვა, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, არ ვიცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე, ცოლ-შვი­ლი და­მი­ღუ­პეს”- უთხრა “ტვ პირ­ველს” 54 წლის ნონა ემი­რი­ძის ქმარ­მა.

მა­თი­ვე თქმით, ექი­მე­ბის არას­წორ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი დედა-შვი­ლი ოჯა­ხის წევ­რებს ესა­უბ­რე­ბოდ­ნან, არ­სე­ბობს sms მი­მო­წე­რე­ბი.
ვიდეო:

Share.