”კანკალებდა შიშისგან, ისეთ დღეში იყო მთელი ღამე პირჯვარს ვწერდი…” – როგორ იქცეოდა თამარი გაუჩინარების წინა დღეს

0

არდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შვილის გაუჩინარების წინა ღამე გაიხსენა და განაცხადა, რომ თამარი ძილში კრთოდა, რასაც მისი გადაღლით ხსნიდა.
„ბოლო საღამოს ერთად ვუყურეთ სერიალს, „ჩემი ცოლის დაქალებს”. როგორც ყოველთვის მოწყენილი და ჩაფიქრებული იყო. მიზეზს, რომ ვეკითხებოდი არაფერს მპასუხობდა. ასე ალბათ იმიტომ იყო, აშინებდნენ, ალბათ ჩვენ დაგვმართებდნენ რამეს.

დაძაბული იყო. ჩემს გვერდზე ეძინა და იმდენად იყო შეშინებული, რომ ძილში კრთოდა. მთელი ღამე პირჯვარს ვწერდი. მის ასეთ მდგომარეობას გადაღლით ვხსნიდი.

ორ სამსახურში მუშაობდა და იღლებოდა, თან მაგისტრატურისთვის ემზადებოდა. წინა კვირას ბრიტანული ინგლისურის გამოცდა ჩააბარა.” – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა “ტვ პირველთან”.

Share.